„m² ყაზბეგზე“ მცხოვრებლების შესახლების პროცესი დაიწყო
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:18, 14 Apr, 2016     1858
დეველოპერულმა კომპანიამ „m² უძრავი ქონება”, განაცხადა „m² ყაზბეგზე“ საცხოვრებელი კომპლექსის ბინებში შესახლების პროცესის დაწყების შესახებ. სამშენებლო სამუშაოები გეგმის მიხედვით, თებერვალში დასრულდა. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 25 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მობინადრეებს ბინები დასრულებული რემონტით ჩაბარდებათ, სადაც დახვდებათ იტალიური სამზარეულო, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით. აპრილიდან ბინის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ დასრულებულ კომპლექსში პირადაპირ საცხოვრებლად გადავიდნენ, მათი მოთხოვნების შესაბამისად სრულად გარემონტებულ ბინებში. „m² ყაზბეგზე“ m²-ის მეორე ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც კომუნალური გადასახადების 23%-მდე დაზოგვას უზრუნველყოფს.

საცხოვრებელ კომპლექსს „m² ყაზბეგზე“ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამზირზე, ყაზბეგის N25-ში, წითელი ბაღის მიმდებარედ მდებარეობს. საცხოვრებელი კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს მიწისქვეშა ავტოსადგომს, შიდა ეზოს მრავალწლიანი ნარგავებით, მოსასვენებელ და საბავშვო ზონებს. ამ კომპლექსში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემაა დამონტაჟებული. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. „m² ყაზბეგზე“ კომპანიის მეორე პროექტია, სადაც დამონტაჟდა ცნობილი ფინური ბრენდის, KONE-ს ლიფტები აღჭურვილი ქართული ხმოვანი შეტყობინებით. მთელი კომპლექსის ტერიტორიაზე მოწყობილია პანდუსები შეუზღუდავად გადაადგილებისათვის. დამატებითი კომფორტისთვის, m² უზრუნველყოფს კომპლექსის მოვლის მომსახურებას: 24-საათიანი დაცვას, სადარბაზოების დასუფთავებას და გამწვანების მოვლის მომსახურებას, ყველა ამ მომსახურების საფასურსს ახალმოსახლეთათვის, ერთი წლის განმავლობაში კომპანია დაფარავს.

დეველოპერულმა კომპანიამ „m² უძრავი ქონება” „m² ყაზბეგზე“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყების შესახებ 2013 წლის დეკემბერში განაცხადა და ამ პროექტზე თავიდანვე რეკორდულად მაღალი გაყიდვების ტემპი დაფიქსირდა. ამ დროისთვის კომპლექსში არსებული 295 ბინიდან, 90% გაყიდულია და მხოლოდ 29 ბინა ელის მომავალ მფლობელს. „m² ყაზბეგზე“ საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის (IFC) და კანადის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული. „m² ყაზბეგზე“ დეველოპერული კომპანიის მეოთხე დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსია.

დამატებითი ინფორმაცია დასრულებული და მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.m2.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42