სამოგზაუროდ ყველაზე პოპულარული ადგილები მსოფლიოს მასშტაბით
ეს საინტერესოა - 17:04, 14 Apr, 2016     6540

წახვალ სამოგზაუროდ შეერთებულ შტატებში, აზიაში, ევროპასა თუ ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელობა არ აქვს, მოხეტიალეები ამ ადგილებს ყოველთვის წყალობენ. ქალაქები, რომლებიც ენერგიით არის სავსე, ერთმანეთს ერწყმის უძველესი და თანამედროვე კულტურა, ამაღელვებელი სანახაობები და საშიშროებებიც კი. ეს ადგილები სავსეა დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით. გთავაზობთ ადგილებს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულონ მათ, ვისაც მოგზაურობა და ხეტიალი უყვარს.

ლონდონი

საშუალო დონის სასტუმროს ღირებულება 207$

ყველაზე მაღალი სტანდარტებით შეფასებული სასტუმრო: The Milestone Hotel

აქ შეხვდებით უამრავ მუზეუმს, ლონდონის ტაუერს, ბიგ ბენსა და ბუკინგემის სასახლეს. შეძლებთ მოგზაურობას ნავით მდინარე ტემზაზე და დაათვალიერებთ პარლამენტის სახლებს.

სტამბოლი

საშუალო დონის სასტუმროს ღირებულება 95$

ყველაზე მაღალი სტანდარტებით შეფასებული სასტუმრო: World Heritage Hotel Istanbul

უძველესი და თანამედროვე კულტურების შერწყმის საუკეთესო მაგალითი სწორედ სტამბოლია. ამ ქალაქში გაერთიანებულია ევროპა და აზია, სადაც 3 ათასზე მეტი მეჩეთია თავმოყრილი. მიუხედავად მრავალი ტერაქტისა რაც ამ ქალაქსა და მის მეზობელ ქვეყნებში ხდება, სტამბოლი ტურისტებში პოპულარობას არასდროს კარგავს.

მაროკო, მარრაკეში

საშუალო დონის სასტუმროს ღირებულება 104$

ყველაზე მაღალი სტანდარტებით შეფასებული სასტუმრო: Riad Kheirredine

მარრაკეში მაროკოოს ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქია, მისი მოსახლეობა 900 ათას ადამიანს შეადგენს. მარრაკეში ცნობილია ღია ბაზრებით, რომელთა სანახავადაც ტურისტები არც დროს და არც ფინანსებს იშურებენ.

პარიზი

საშუალო დონის სასტუმროს ღირებულება 172$

ყველაზე მაღალი სტანდარტებით შეფასებული სასტუმრო: Le Bristol Paris per night

სიყვარულის ქალაქზე ბევრი საუბარი არ არის საჭირო, ეიფელის კოშკი, ლუვრი და ელისეის მინდვრები ყველამ კარგად იცის და თუნდაც მხოლოდ მათ სანახავად ღირს ამ ქალაქის მონახულება.

პრაღა

საშუალო დონის სასტუმროს ღირებულება 94$

ყველაზე მაღალი სტანდარტებით შეფასებული სასტუმრო: Hotel Residence Agnes

სულ სამი მიზეზი რატომაც ღირს პრაღის მონახულება არის მუსიკა, ლუდი და არქიტექტურა. ამ ქალაქში ერწყმის ერთმანეთს ბაროკო, რომანული და გოთური სტილი.

რომი

საშუალო დონის სასტუმროს ღირებულება 140$

ყველაზე მაღალი სტანდარტებით შეფასებული სასტუმრო: Portrait Roma

იტალიის დედაქალაქში ნამდვილად ბევრი რამ არის სანახავი, ტურისტები რომს ნამდვილად წყალობენ, მხოლოდ კოლიზეუმის ხილვა დიდ შთაბეჭდილებებს გპირდებათ.

ვიეტნამი, ჰანოე

საშუალო დონის სასტუმროს ღირებულება 77$

ყველაზე მაღალი სტანდარტებით შეფასებული სასტუმრო: Hanoi La Siesta Hotel & Spa

ჰანოეში მოგზაურობისას თქვენ თავს ლაშქრობით, გონდოლებით სეირნობით შეიქცევთ. აუცილებლად დააგემოვნეთ ადგილობრივი კერძები და ეწვიეთ უძველეს კვარტლებს.



ნიუ იორკი

საშუალო დონის სასტუმროს ღირებულება 326$

ყველაზე მაღალი სტანდარტებით შეფასებული სასტუმრო: Casablanca Hotel Times Square

პირველ რიგში რაც ნიუ იორკში ვიზიტისას უნდა მოინახულოთ არის ცენტრალ პარკი, ემპაიერ სტეიტ ბილდინგი და ხელოვნების მუზეუმი. რომ არაფერი ვთქვათ ტაიმ სკვერზე, მემორიალურ მუზეუმსა და ბროდვეიზე.

ინდონეზია, უბუდი

საშუალო დონის სასტუმროს ღირებულება 134$

ყველაზე მაღალი სტანდარტებით შეფასებული სასტუმრო: Wapa di Ume Resort and Spa

უბუდი აზიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, რომელსაც ტურისტები წყალობენ. აქ განსაკუთრებით საინტერესო სახეობის მაიმუნების ხილვაა შესაძლებელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42