09:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის: ინგოროყვას ქ. #7
10:00 საათზე - სასტუმრო „თბილისი რუმსში“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, ევროპის საბჭოს ექსპერტებთან ერთად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტს წარადგენს. შეხვედრას საჯარო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ევროპელი ექსპერტები და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე დაესწრებიან.
მის.: მ. კოსტავას #14
10:00 საათზე - სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ კონფერენცია გაიმართება, რომელსაც ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს ოფისის დირექტორი ანდრეა კირბსი, ასევე საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრებიან.
თემა: ”წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის კვლევის მნიშვნელობა საქართველოში”.
11:00 საათზე - "პირველ პრესკლუბში" "ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია ბრიფინგს გამართავს.
თემა: NDI-ს გამოკითხვის შედეგები, ცხინვალში რეფერენდუმის მზადება რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით და სხვა მიმდინარე საკითხები.
მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული
საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22
11:00 საათზე - ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში გოგა ონიანის პრესკონფერენცია გაიმართება.
11:00 საათზე - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: NDI-ს კვლევები; იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში; რეფერენდუმი ქორწინებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ჩანაწერზე.
მის.: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 72 65 65
11:00 საათზე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოსი მზექალა შანიძე სტუდენტებს შეხვდება და თავისი ცხოვრებისა და აკადემიური საქმიანობის შესახებ ისაუბრებს. შეხვედრაზე მზექალა შანიძეს თსუ-ს სამეცნიერო და სასწავლო პროცესისა და ქართველოლოგიის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და განსაკუთრებული ღვაწლისათვის ივანე ჯავახიშვილის მედლით დააჯილდოებენ.
11:00 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში, „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლები ბრიფინგს გამართავენ
თემა: შეხვედრა განათლების მინისტრთან და თბილისის მერთან, თსუ-ში არსებული ვითარება
11:30 საათზე - "პირველ პრესკლუბში" "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ბრიფინგს გამართავს.
თემა: NDI-ს გამოკითხვის შედეგები და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები
მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული
საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22
12:00 საათზე - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართება.
მის: თავისუფლების #2
12.00 საათზე - საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდი“, ,,სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტისა” და ,,გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის” სტუდენტებს უმასპინძლებს.
მის: მარნეული რაიონი, სოფელი ქერაჩ-მუღანლო
12:00 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში, „ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე, თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე, „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე და „ეროვნულების“ სპიკერი კახა მიგინეიშვილი ბრიფინგს გამართავენ.
თემა: რეფერენდუმი ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ; დაგეგმილი საპროტესტო აქცია.
12:30 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში, „არგენტინის სახლის საქართველოში“ თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი, ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავა, კახიანოურის ადმინისტრაციულ ერთეულში ქუთაისის მერის წარმომადგენელი პელე გურული და კინორეჟისორი გოგი თორაძე ბრიფინგს გამართავენ.
თემა: პელესთან შეხვედრა ბრაზილიაში დოკუმენტური ფილმის გადასაღებად - „პელესა და ქართველ ფეხბურთელთა ურთიერთობა“ - ნაჩვენები იქნება მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის - „პელეს თასზე“- საზეიმო გახსნა.
13:00 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მისიის“ ლიდერი გია კორკოტაშვილი და მოძრაობის სხვა წევრები ბრიფინგს გამართავენ.
თემა: 17 აპრილს ვერის საკალათბურთო დარბაზში დაგეგმილი შეკრება „გაიღვიძე საქარათველო - გაიღვიძე თბილისო“.
14:00 საათზე - იუსტიციის სასწავლო ცენტრში ქართული ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის და საცდელი ტესტირების შედეგების პრეზენტაცია გაიმართება. საუკეთესო შედეგების მქონე ათ მონაწილეს სერტიფიკატებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გადასცემს.
მისამართი: პოლიტკოვსკაიას 3, იუსტიციის სასწავლო ცენტრი
საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდი“, ,,სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტისა” და ,,გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის” სტუდენტებს უმასპინძლებს. სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ ადგილზე გაეცნონ საბაჟო გამშვები პუნქტის ,,წითელი ხიდი", თბილისის გეზისა და გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრის მუშაობას.
გრაფიკი:
საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდი" - 12:00 საათი.
მისამართი: მარნეული რაიონი, სოფელი ქერაჩ-მუღანლო
გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“ - 14:00 საათი.
მისამართი: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ.
გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრი - 17:00 საათი.
მისამართი: სარაჯიშვილის ქ. №1.
მასალის გამოყენების პირობები






