ბიზნეს კაფეს მეოთხე შეხვედრა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:24, 13 Apr, 2016     1323

12 აპრილს სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში ბიზნეს კაფეს რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართა. ბიზნეს კაფე საკონსულტაციო და საძიებოკომპანია„ინსორსის“ მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიცპირველივე დღიდან პაშაბანკისექსკლუზიური მხარდაჭერით ხორციელდება. ბიზნეს კაფეს შეხვედრას ტრადიციულად დაესწრნენ სხვადასხვა მსხვილი კომპანიების მაღალი რგოლის მენეჯერები და განიხილეს თემა „წრიული ორგანიზაციული სტრუქტურები“, რომელიც სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა, საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფის“ მმართველმა პარტნიორმა - პაპუნატოლიაშვილმა წარადგინა.

ბიზნეს კაფეს პირველი შეხვედრა 2015 წლის ოქტომბერში შედგა. მის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად იზრდება, რასაც შეხვედრების ფორმატი და განხილული თემების აქტუალობა განაპირობებს. წლის განმავლობაში ინსორსი და პაშა ბანკი კიდევ ოთხ შეხვედრას უმასპინძლებენ.

„ჩვენ ვხედავთ მზარდ ინტერესს ბიზნეს კაფეს მიმართ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პროექტის წარმატებას. მისი მხარდაჭერა პაშა ბანკისთვის საინტერესოა, რადგან აღნიშნული პროექტი გულისხმობს მაღალი რგოლის მენეჯერებს შორის პროფესიული ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას. ზოგადად, ვცდილობთ ხოლმე, დავაფინანსოთ ისეთი პროექტები, რომლებიც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას უკავშირდება და ბიზნეს კაფეც, ალბათ არაპირდაპირ, თუმცა გარკვეულწილად სწორედ ამ მიზანს ემსახურება: აქ ერთმანეთს ხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც რეალურად მონაწილეობენ ამა თუ იმ კომპანიის მართვაში და ყოველდღიურ რეჟიმში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ. ვფიქრობთ, რომ მათ შორის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება ცალსახად სასარგებლო რამ არის,“ -განაცხადა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42