საპარტნიორო ფონდის დელეგაციამ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია UNWTO-ში შეხვედრა გამართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:21, 13 Apr, 2016     1327
საპარტნიორო ფონდის ოფიციალურმა დელეგაციამ ესპანეთში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციაში (UNWTO) გამართა შეხვედრა, რომელზეც ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

UNWTO-ის წევრი ქვეყნების ურთიერთობის აღმასრულებელ მდივანმა კარლოს ვოგლერმა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელს გიორგი ჩერქეზიშვილს ორგანიზაციის მთავარ ოფისში უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ტურისტული პოტენციალი და ამ სფეროში საპარტნიორო ფონდის სტრატეგიული მიმართულებები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპარტნიორო ფონდის მიერ ტურიზმის სექტორში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში დაგეგმილი „ღვინის ტურიზმის მსოფლიო კონფერენციის“ შესახებ გაამახვილეს ყურადღება, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს მოიცავს. საუბარი შეეხო ასევე, 2017 წელს დაგეგმილ „ევრაზიის სამთო კურორტების კონფერენციაში“ ჩართულობის საკითხს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქათველოს, როგორც ტურისტული ბრენდის ჩამოყალიბების პერსპექტივას, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ხარისხის გაზრდის გაუმჯობის საკითხს.

UNWTO-ი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა ტურიზმის სფეროში, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს განვითარებაში უწყობს ხელს და მთელი მსოფლიოს მაშტაბით ტურიზმის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში შეაქვს წვლილი.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა ასევე კომპანია IFEMA-ს საერთაშორისო განვითარების დირექტორთან სანტიაგო ქუიროგასთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის გაუმჯობესებისა და ქვეყნის რეგიონალური ტურიზმის ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივას. მხარეებმა საქართველოში საერთშორისო კონფერენციებისა და საგამოფენო ღონისძიებებისთვის ქვეყნის პოტენციალის გამოყენების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში ჯანმრთელობის ტურიზმის განვითარების მნიშვნელობასაც. დეტალურად იყო განხილული რაჭის და წყალტუბოს განვითარების კონცეფციები, რომელიც ფონდის დაკვეთით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებმა მოამზადეს.

კომპანია IFEMA-ი საპარტნიორო თანამშრომლობისა და მხარდაჭერის შესახებ საკუთარ წინადადებებს ერთი თვის განმავლობაში წარუდგენს. ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში საპარტნიორო ფონდის დელეგაციის ვიზიტი გრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42