საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ესპანეთში საქმიან შეხვედრებს მართავს
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:19, 13 Apr, 2016     1189
საპარტნიორო ფონდის ოფიციალური დელეგაცია მადრიდში საქმიანი ვიზიტით იმყოფება.

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ჩერქეზიშვილმა „აგროინდუსტიული კომპლექსის ფორუმი-მადრიდი 2016“ -ში მიიღეს მონაწილეობა. ბიზნეს ფორუმი ჩატარდა ესპანეთის ნაციონალური ასოციაცია SERCOBE -სა და კომპანია ICEX -ის მხარდაჭერით, რომელსაც ესპანეთის მთავრობისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან აგროინდუსტრიაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბიზნეს ფორუმი სოფლის მეურნეობისა და აკვაკულტურის განვითარებას მიეძღვნა.

დავით საგანელიძემ ფორუმში მონაწილე ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, მიმზიდველი ბიზნესგარემო და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობა, სატრანზიტო პოტენციალი და ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით არსებული მდგომარეობა. საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ჩერქეზიშილმა ფონდის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია მოაწყო და ფორუმში მონაწილე აგროინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს საპარტნიორო ფონდის სტრატეგია, მანდატი და ის სფეროები გააცნო, რომელშიც პროექტებს ახორციელებს.

ბიზნეს ფორუმის ფარგლებში საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა პირისპირ შეხვედრები ფორუმში მონაწილე კომპანიების CATRI-ს, DAYMSA-ს, TECHNOVE, GANDARIA-ს ხელმძღვანელებთან გამართეს. მხარეებმა ერთმანეთს აგროინდუსტრიის სფეროში არსებული გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია მადრიდში საქმიანი წრეების წარმომადგენლბეთან შეხვედრებს განაგრძობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42