”რეფორმებთან დაკავშირებით არცერთი დაპირება, რომელიც მაიდანის შემდეგ გაიცა, არ შესრულებულა, ჩვენ ყველას გვატყუებენ”- განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ არსენ იაცენუკის თანამებობიდან წასვლა უკრაინაში კორუფციის პრობლემას ვერ მოაგვარებს.
”პრობლემა მხოლოდ იაცენუკში არაა, პრობლემა მთლიან პოლიტიკურ კლასშია და ქვეყნის შიდა პროცესებთან და რეფორმებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიდგომებში”- აღნიშნა სააკაშვილმა და უკრაინის სათათბიროს დეპუტატებს მოუწოდა მთავრობის წარდგენილ შემადგენლობას მხარი არ დაუჭირონ.
სააკაშვილმა პოროშენკოს შემდეგი პირობების შესრულება მოსთხოვა:
-მთავრობის ფორმირება სახალხო ნდობის საფუძველზე, ღია განხილვის შემდეგ მოახდინოს.
-დაუყოვნებლივ, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში გადააყენოს ოდესის ოლქის პროკურორი ნიკოლაი სტოიანოვი და დანიშნოს ისეთი პიროვნება ”რომელიც ხალხის ნდობით ისარგებლებს” და ასევე ”გაწმინდოს პროკურატურა იმ ადამიანებისგან, რომლებიც საყვარელიძეს სდევნიდნენ”
- აღძრას საქმე ოდესის მერის წინააღმეგ, იმასთან დკავშირებით, რომ ”მან მოატყუა საარჩევნო კომისია, დამალა თავისი რუსული პასპორტი, ასევე იმის გამო, რომ მას აქვს არაპატიოსანი გზით შეძენილი მრავალმილიონიანი დამალული ქონება.”
-გაუშვას ”უშიშროების ადგილობრივი სამსახურის ის თანამშრომლები, რომლებიც იმის ნაცვლად, რომ სეპარატისტებს და კორუფციონერებს ებრძოლონ, რეფორმატორების შევიწროებით არიან დაკავებულნი”
_შეიცვალოს ადგილობრივი საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლობა, ”რომლებიც რეალურად კორუფციით არიან დაკავებულნი”
სააკაშვილის თქმით, ის არ აპირებს, რეფორმების შირმად იქცეს და პრეზიდენტმა პოროშენკომაც არჩევანი უნდა გააკეთოს, რადგან უკრაინელი ხალხი მეტს აღარ მოითმენს. სააკაშვილის განცხადებით პრეზიდენტმა კონკრეტული ქმედებები უახლოეს მომავალში უნდა განახორციელოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სააკაშვილი რეფორმატორების გუნდთან ერთად ოპოზიციაში გადასვლას აპირებს:
”წინააღმდეგ შემთხვევაში რეფორმეტორებს, მოქმედ ხელისუფლებასთან საერთო აღარაფერი ექნება. ყველა რეფორმატორი, არა მხოლოდ ოდესაში, უნდა წავიდეს და ცალკე გუნდი შექმნას, იმისთვის, რომ ქვეყანაში ყველაფერი შეიცვალოს ყველაზე გადამწყვეტი, ყველაზე სწრაფი კონსტიტუციური საშუალებით და ტყუილი დაპირებებით უსასრულოდ არ იკვებოს.”- განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






