12 აპრილის ანონსი
ანონსი - 23:21, 11 Apr, 2016     1250

11:00 საათზე - სასტუმრო ,,რუმსში" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

მის: კოსტავას #14

11:00 საათზე - გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ბაგრატია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს და საქართველოს მასშტაბით ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურების პრეზენტაციას წარმოადგენს. დაასახელებს რეგიონებს, სად რა მდგომარეობაა. ასევე, ისაუბრებს გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:00 საათზე - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

11:00 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში, „პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ფერაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: აქციები თამარ სანიკიძის წინააღმდეგ.

11:00 საათზე - ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში პეტრე ცისკარიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

11:30 საათზე, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში დავით კირკიტაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

11:30 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლეილა გაფრინდაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: წინასაარჩევნო კამპანია, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

11:30 საათზე - ,,პრაიმტაიმის” პრესკლუბში ,,რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, საპარლამენტო არჩევნები.

11:30 საათზე - „გაერთიანებული დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, ასევე საარჩევნო სამზადისსა და NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა 599726565

11:30 საათზე - "პირველ პრესკლუბში" პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს.

მის: წერეთლის #116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22

11:30 საათზე - ,,პრაიმტაიმის” პრესკლუბში ,,რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი პრესკონფერენციას გამართავს

თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, საპარლამენტო არჩევნები

11:45 საათზე - ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში მიხეილ მაჭავარიანის პრესკონფერენცია გაიმართება.

12:00 საათზე, "პირველ პრესკლუბში" საქართველოსა და სამხრეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის „მერკოსურის“ ქვეყნებს შორის კულტურულ-სპორტული და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის განვითარებისა და პელეს ვიზიტის დაჩქარების მიზნით, „არგენტინის სახლის საქართველოში“ თავმჯდომარე, პროექტის ავტორი და ორგანიზატორი ნიკოლოზ პატარქალიშვილი და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატები: ვაჟა აზარაშვილი და ომარ მხეიძე პრესკონფერენციას გამართავენ.

მის: წერეთლის #116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", ტელ: 595 03 77 22

12:00 საათზე - ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სხდომა გაიმართება.

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

12:00 საათზე - ნუცუბიძის 26 ნომრის მოსახლეობა კორპუსის წინ ბაღის გაჩეხვისა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობის გამო საპროტესტო აქციას გამართავს.

12:00 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიქტორ დოლიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: წინასაარჩევნო კამპანია, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

12:00 საათზე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში” გახსნითი შეხვედრა გაიმართება. მის: რუსთავი, კოსტავას გამზ. #20 (მერიის სხდომათა დარბაზი)

საკონტაქტო პირი თამარ აქუბარდია - 591 01 34 00

12:30 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში, ექსპერტი ნიკა ჩიტაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: წინასაარჩევნო კამპანია, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

14:00 საათზე - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება

თბილისი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სათათბირო ოთახი N439

17:00 საათზე - საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემია „ქალდეას“ ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება ამავე აკადემიისა და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის, პოეტის, მამა დიმიტრის (ლევან ჩოხელი) წიგნების -„მოგესალმებით მთიელი“ და „მზის ყანა“ პრეზენტაცია.

საკონტაქტო პირი ნათია გოგუაძე: 595 30 05 19

18:00 საათზე - „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ ვაკის ფილიალში პოეტ-აკადემიკოსის მუხრან მაჭავარიანის 87-ე წლისთავთან დაკავშირებით გახსენების საღამო და მომორიალური სახლ-მუზეუმის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: ვაკის პარკი, ჭავჭავაძის გამზ. № 76

საკონტაქტო პირი ხატია წიკლაური - 577 25 55 15

18:00 საათზე - "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება.

მის: ქუთაისი, წმ. ნინოს ქ. N17, ოპერის თეატრი

18:00 საათზე - კინოს სახლში შედგება, საქართველოს კინოაკადემიის წევრის, საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატის, ცნობილი კინორეჟისორის, გოგი თორაძის კიდევ ერთი სატელევიზიო დოკუმენტური ფილმის პრემიერა, ამჯერად ცნობილ სპორტულ კომენტატორზე.

მის: ძმები კაკაბაძეების N2

19:00 საათზე - თიბისი გალერეა სამხატვრო აკადემიის სტუდენტების გამოფენას “ხატვის მაგისტრები“ უმასპინძლებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 7 ახალგაზრდა ხელოვანის მიერ განსხვავებულ თემატიკაზე შექმნილი 40-ზე მეტი აბსტრაქტული და რეალისტური ნამუშევარი.

მის: მარჯანიშვილის ქ. #7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, თიბისი გალერეა, მე-4 სართული.

19:00 საათზე - თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის საგამოფენო სივრცეში მხატვრ გიორგი მელუას ნამუშევრების პერსონალურ გამოფენა გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42