„ჩვენ მანამდეც განვაცხადეთ, რომ მიუხედავად მოწოდების დროში ცვლილებებისა, გარიგება ძალაშია და დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ აღჭურვილობის პირველი პარტია ირანში ჩამოვიდა, მორიგი პარტიის მოწოდება გაგრძელდება“ - განაცხადა ირანელმა დიპლომატმა.
შეგახსენებთ, 2005 წელს, რუსეთი ირანისთვის მინიმუნ 5 საჰაერო-საზენიტო სარაკეტო სისტემის С-300-ის მიყიდვას დათანხმდა, რომლის ღირებულება 800 მლნ აშშ დოლარს აღემატება. თუმცა, 2010 წელს ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, შეთანხმება შეჩერდა, რის გამოც რუსეთს ირანისთვის 166.8 მილიონი დოლარის გადახდა მოუწია. გასული წლის აპრილში, რუსეთის პრეზიდენტმა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქცია მოხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს უფლება აქვს თეირანს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი მიაწოდოს.
С--300 საზენიტო სარაკეტო სისტემაა, რომლის დახმარებითაც ერთდროულად რამდენიმე სამიზნის განადგურება და რაკეტების ჩამოგდებაა შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები






