პროკურატურის განცხადება „ ცენტრ პოინტთან “ დაკავშირებით
სამართალი - 12:52, 10 Apr, 2013     583

ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ.


მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტი"-ს წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ თაღლითობის ფაქტზე. აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 2012 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აღიძრა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმე მთავარ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს 2012 წლის დეკემბერში გადაეცა.


იმის დასადგენად, რომ "ცენტრ პოინტი ჯგუფის" სახელით განხორციელებული სხვადასხვა პროექტების მიმდინარეობისას, მასში შემავალი კომპანიების ხელმძღვანელი პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა მენაშენეთა კუთვნილი თანხების არამიზნობრივად გამოყენებას და მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს, კომპანია "დექსუსი"-დან ამოღებულ იქნა "ცენტრ პოინტ ჯგუფში" შემავალი ბინათმშენებლობის ამხანაგობების, შეზღუდული პასუხისმგებლობისა და სააქციო საზოგადოებების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი სრული დოკუმენტაცია. 2013 წლის 25 იანვარს ამოღებულ დოკუმენტებზე დაინიშნა რევიზია.


ამჟამად დასრულებულია ერთ-ერთი კომპანიის, ს.ს. "ევრაზიის საინვესტიციო სააგენტო"-ს შემოწმება. მითითებულმა "სააგენტო"-მ, ბინათმშენებლობის ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის დაკვეთით, განახორციელა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის ფინანსირება გოთუას ქუჩაზე (სააკაძის მოედანთან, ქ.თბილისის მერიის მიმდებარედ). რევიზიის მიმდინარეობის პროცესში შემმოწმებლების მიერ გამოვლენილ იქნა დაახლოებით 20-მდე ფაქტი, აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელთა მხრიდან მენაშენეთა კუთვნილი თანხების არამიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებით.


მიმდინარეობს რევიზიის პროცესში გამოვლენილი ფაქტების შესწავლა, რის შემდეგაც გაგრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. დაიკითხებიან ის პირები რომლებსაც არამიზნობრივად გატანილი აქვთ დიდი ოდენობით თანხები. ამ ეტაპისათვის მოწმის სახით დაკითხულია 24 პირი, მათ შორის დაზარალებული მენაშენეები და ს.ს. "ევრაზიის საინვესტიციო სააგენტოს" ხელმძღვანელი პირები. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ რევიზიის პროცესში გამოვლენილ ფაქტებს მიეცემა სამართლებრივი შეფასება.


პარალელურად, სარევიზიო ჯგუფის მხრიდან გრძელდება "ცენტრ პოინტ ჯგუფში" შემავალი სხვა კომპანიების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შემოწმება.- ნათქვამია განცახდებაში.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42