კონსტანტინეპოლის საპატრიარქო საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ
რელიგია - 11:02, 11 Apr, 2016     8980

"დიდი და წმინდა კრების" წინ, რომელიც 16-27 ივნისს კუნძულ კრეტაზე უნდა გაიმართოს და რომელსაც ზოგიერთი მე-8 საეკლესიო კრებასაც კი უწოდებს, დიდი დაპირისპირებაა და ერთ-ერთი მხარე საქართველოს ეკლესიაა. დაპირისპირება კი იმდენად დიდია, რომ ის კულუარებიდან გარეთ გამოვიდა და მსოფლიო საპატრიარქო და საქართველოს ეკლესია ერთმანეთს შეურაცხმყოფელი ტონითა და ბრალდებებით აღსავსე საჯარო წერილებითაც კი მიმართავენ.

ბრალდებები პირველად კონსტანტინეპოლის საპატრიარქოდან გაისმა - მათ საქართველოს ეკლესია "ხისტ და გამაღიზიანებელ" ქცევაში, დიდი და წმინდა კრების ჩატარების საკითხის "ჩიხში შეყვანაში", "ფუნდამენტალიზმსა" და "შუასაუკუნეებში დაბრუნების სურვილში" დაადანაშაულეს.

ქართული მხარე კი საპასუხოდ კონსტანტინეპოლს ქართველებისადმი შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს და საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს დელეგატებს არ ეძლევათ პოზიციების დაფიქსირების უფლება. მეტიც, "სხდომების მუშაობაში საქართველოს დელეგაციის სრულფასოვნად ჩართვის საკითხი კენჭისყრაზეც კი დააყენეს, რის გამოც საქართველოს წარმომადგენლებმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს".

იმდენად დაძაბულია ურთიერთობა კონსტანტინეპოლსა და საქართველოს შორის, რომ შესაძლოა, "დიდი და წმინდა კრების" ჩატარებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე "მთელ კვირასთან" საუბარში ამბობს, რომ კონსტანტინეპოლისა და საქართველოს ეკლესიებს შორის დაპირისპირება არაა, უბრალოდ საქართველომ ტყუილებს პასუხი გასცა.

"უბრალოდ, საქართველოს ეკლესიამ პასუხი გასცა, რომ სიმართლე იყოს ცნობილი. ადამიანი რომ ტყუილს წერს, აი, თქვენზე რომ დაწეროს ვიღაცამ ტყუილი, პასუხს ხომ გასცემთ, რომ ასე არ არის?! ასე იყო ესეც," - აცხადებს მამა გიორგი ზვიადაძე.

მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკლესიამ წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობა არ მიიღოს.

ბრალდებები კონსტანტინეპოლიდან

14 საყოველთაოდ აღიარებული ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია დიდ კრებას პირველად ატარებს და მართლმადიდებელ სამყაროში ეს დიდი მოვლენაა.

წინასწარ ისედაც მოსალოდნელი იყო, რომ ეს სამზადისი დიდი დაპირისპირების ფონზე წარიმართებოდა. თუმცა, დაპირისპირება ასე საჯარო და შეურაცხმყოფველ სახეს თუ მიიღებდა და თან ამ დაპირისპირებაში ერთ-ერთი მთავარი როლი საქართველოს ეკლესიას თუ ექნებოდა, ამას არავინ პროგნოზირებდა.

კრებაზე სულ 6 საკითხის გატანა იგეგმება. გადაწყვეტილება კონსესუსის გზით უნდა მიიღონ. ამდენად, ერთი ეკლესიის წინააღმდეგობაც უკვე იმას ნიშნავს, რომ საკითხი დაიბლოკება და ამიტომაც 14-ვე ეკლესიის თანხმობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

კრებაზე გასატანი 6 საკითხი იანვრის ბოლოს შვეიცარიაში შეთანხმდა. საქართველომ ერთი საკითხის - "ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზების" არსებული სახით გატანას ხელი არ მოაწერა. მეორე საკითხი, "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან", შესწორდა და პატრიარქმა ილია ||-ემ მას ხელი მოაწერა. ამას მაშინ "მთელ კვირასთან" საუბრისას ადასტურებდა პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. თუმცა, ახლა სწორედ ამ ხელმოწერილი დოკუმენტის ირგვლივ აგორდა სკანდალი მსოფლიოსა და საქართველოს საპატრიარქოებს შორის.

მარტის დასაწყისში კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს პროტოპრესვიტერმა გიორგი ცეცისმა ბერძნულ საეკლესიო ამბების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა წერილი, სათაურით - "სიმართლეა თუ პროვოკაცია საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილება?", სადაც წერს, რომ ქართველმა დელეგატებმა მათ "სული ამოხადეს", სანამ არ მიაღწიეს იმას, რომ დოკუმენტში "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან" შესულიყო არაერთი ცვლილება მათი პოზიციების ამსახველი მოსაზრებებიდან. ამ ცვლილებას ხელი მოაწერეს, თუმცა თბილისში ჩასვლის შემდეგ გამართულ წმინდა სინოდის კრებაზე ეს ხელმოწერილი თანხმობა უარყვეს და ამ უკანდახევის გამო დაიწყო ბრალდებებიც.

წერილში წერია, რომ მართლმადიდებლურ შეკრებებსა და კომისიებში მონაწილე "ქართველი ძმების ხისტი და სქოლასტიკური ქცევა გამაღიზიანებელია და ჩიხში შემყვანი". თუმცაღა, აღნიშნული შეიძლება გარკვეულწილად აიხსნას იმ უბედურებებით, რაც თავს დაატყდა საქართველოს ეკლესიას ბოლო 25 წლის მანძილზე".

პროტოპრესვიტერი წერს, რომ საქართველოს ეკლესია 1962 წელს თავისი ნებით გაერთიანდა მსოფლიო ეკლესიათა საბჭოში საგანგებო ცერემონიალით. საბჭოს დაფინანსებით საქართველოს ეკლესია იღებდა ჰუმანიტარულ დახმარებას, თუმცა, 1997 წელს ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველომ მსოფლიო ეკლესიის საბჭო დატოვა და მისი თქმით, ეს ყველაფერი ფუნდამენტალისტური წრეების ზეგავლენით მოხდა.

პროტოპრესვიტერ ცეცისის თქმით, მსოფლიო ეკლესიის საბჭოს დატოვების მიზეზი ოთხი წინამძღვრისა და ოცამდე ბერმონაზვნის "აჯანყება" გახდა, რომლებიც იმყოფებოდნენ რა რუსული საზღვარგარეთის ეკლესიისა და ბერძენი ძველმესტილეების "კვიპრიანეს სქიზმის" საფარქვეშ, პოლიტიკური წრეებისგან წაქეზებულნი, ჩათრეულნი აღმოჩნდნენ გეგმაში, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში პოლიტიკური არეულობის შექმნას, რასაც უნდა მოჰყოლოდა პატრიარქ ილია ||-ის გადაყენება.

სრულად იხილეთ www.resonancedaily.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42