11 აპრილის ანონსი
ანონსი - 22:37, 10 Apr, 2016     1123

10:00 საათზე - სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კურსს დაესწრება.

მის: კოსტავა ქ.N14

10:30 საათზე - სასტუმრო „რუმს ჰოტელში“, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2016 წლის მარტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის განვითარების კურსთან, საგარეო პოლიტიკასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითები.

საკონტაქტო პირი დიანა ჩაჩუა - 577 77 96 39

10:30 საათზე - "პირველ პრესკლუბში" საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ჟორჟოლიანი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს.

მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22

11:00 საათზე - "პირველ პრესკლუბში" საქართველოს განვითარების ფონდის ერთ-ერთი ლიდერი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი რუხაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: რეგიონისა და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები მთიან ყარაბაღში გამწვავებული ვითარების ფონზე. სხვა მიმდინარე მოვლენები.

მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22

11:00 საათზე - პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი რეზო შავიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:00 საათზე - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის წევრები საკრებულოში გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსს შეხვდებიან და მისგან თბილისში გარემოს დაბინძურების მონიტორინგის შედეგების თაობაზე ინფორმაციას მოისმენენ.

მის: თავისუფლების #2

11:00 საათზე - ”პრაიმტაიმის” პრესკლუბში, ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: რა პოლიტიკური ვითარება შეიქმენება არჩევნებამდე პარლამენტში, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.

11:00 საათზე- პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ძი იანჩის და ჩინეთის სახალხო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს მშვიდობისა და განიარაღებისთვის იუ ჰონგჯუნს შეხვდება.

თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310)

11:30 საათზე - ”პრაიმტაიმის” პრესკლუბში ”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები

12:00 საათზე - პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

12:00 საათზე - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

13:00 საათზე - ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა, რომელსაც დავით სერგეენკო, თამარ სანიკიძე, ნოდარ ჯავახიშვილი, თეა წულუკიანი, ასევე დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: აკ. წერეთლის #144

14:00 საათზე - მოზარდმაყურებელთა თეატრის დასის წევრები, კოლეგები, მეგობრები კოტე თოლორდავას ოჯახთან ერთად, საბურთალოს სასაფლაოზე შეიკრიბებიან და მსახიობის ხსოვნას პატივს მიაგებენ.

14:00 საათზე - მთავრობის ადმინისტრაციასთან ”ცენტრ პოინტის” მიერ დაზარალებულების აქცია გაიმართება.

საკონტაქტო ტელ: 593 15 34 56

14:00 საათზე - პარლამენტში კამპანიის ”ეს შენ გეხება” წევრები ”ეროვნული ფორუმის” წარმომადგენლებს შეხვდებიან.

საკონტაქტო პირი ანა ტოკლიკიშვილი - 595 221 999

15:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

16:00 საათზე - ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში, კამპანიის ”ეს შენ გეხება” წევრები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორ თამარ ქალდანს შეხვდებიან.

საკონტაქტო პირი ანა ტოკლიკიშვილი - 595 221 999

16:00 საათზე - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდი (GFSIS) და ჩინეთის ხალხთა ასოციაცია მშვიდობისა და განიარაღებისთვის (CPAPD) დისკუსიას გამართავენ.

თემა: „საქართველოსა და ჩინეთის წინაშე მდგარი შესაძლებლობები და გამოწვევები აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის ჩამოყალიბების პროცესში“.

მის: შიო ჩიტაძის ქ. #3ა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობიბის კვლევის ფონდი

საკონტაქტო პირი მერი ბინიაშვილი - 599 17 00 13

17:00 საათზე - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ორგანიზებით საჯარო დისკუსია გაიმართება. თემა: მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის ახალი წესი: სისტემური რეგისტრაციები.

თბილისი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სათათბირო ოთახი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42