"Enno Harms Fair Play Award 2015"-ის ჯილდოს მფლობელი გახდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU.
პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში 2016 წლის 9 აპრილს გაიმართა ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაციის (EUSA) გენერალური ასამბლეის გალა საღამო , სადაც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს რექტორს ბატონ , გია კავთელიშვილს ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაციის პრეზიდენტმა გადასცა სპეციალური პრიზი "2015 წლის ევროპის ჩემპიონი RUGBY 7s"-ში.
P.S. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ისტორიაში SEU-ს 7 კაცა რაგბის გუნდი ზედიზედ სამგზის ევროპის ჩემპიონია და სწორედ აქედან გამომდინარე მოხვდა საქართველო EUSA-ს გენერალური ასამბლეის გალა საღამოზე.
წელს SEU-ს 7 კაცა რაგბის გუნდი ზედიზედ მეოთხედ მიიღებს მონაწილეობას ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატში ,,ჩემპიონის” სტატუსით, რომელიც გაიმართება ხორვატიაში.
უნდა აღინიშნოს, რომ სამივე წელს SEU-მ აჩვენა ევროპისთვისაც უპრეცედენტო 100%-იანი შედეგი, 22 თამაში და 22 გამარჯვება!




მასალის გამოყენების პირობები






