გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან დაკავებულთა ადვოკატები. მათი თქმით, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საჭიროება არ არსებობდა.
ადვოკატები აცხადებენ, რომ მოსამართლემ ადამიანის უფლებები დაართვია. უფლედამაცველები გადაწყვეტილების გასაჩივრებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აპირებენ. მოსამართლე ნატო ხუჯაძე კი აცხადებს, რომ არსებობს დაკავებულთა მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე. მოსამართლე დასაბუთებულ განჩინებას ადვოკატებს სავარაუდოდ დღის ბოლომდე გადაუგზავნის.
დაცვის მხარე კონკრეტული მუხლის კვალიფიკაციაზე საუბრობს, მათი განმარტებით, თავდაპირველად მოხდა დაკავება 157-ე მუხლით, რომელიც ამნისტირებულია, ხოლო ამის შემდეგ, ბრალის დადგენილების გაცნობის დროს, მათთვის მიზანმიმართულად მოხდა გადაკვალიფიცირება და ბრალის დამძიმება.
“მტკიცებულებების თვალსაზრისით ჩაიდინა თუ არა ეს დანაშაული, ამ მხრივ ძალიან უჭირს, არამარტო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, ზოგადად ამ საქმეში ბრალდებას. კვალიფიკაციაზე გვაქვს პრეტენზია, რადგან რეალურად ამნისტირებულ მუხლზე ედავებიან ბრალდებულებს. ვასილ ლელუაშვილს ვისაც მე ვიცავ სხვა საქმეზე 3 წელი და 3 თვეა რაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს გირაო. ყოველ კვირა დადის პროკურატურაში, მას პასპორტი აქვს ჩაბარებული. მოსამართლემ არ აიღო თავის თავზე ის წნეხი რაც მოყვებოდა მათ გათავისუფლებას,“ – განაცხადა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.
“რა თქმა უნდა გავასაჩივრებთ, არა მარტო სააპელაციო სასამართლოში, არამედ ჩვენ ვგეგმავთ, რომ გავასაჩივროთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სადაც დადგინდება ნამდვილად, რომ დღევანდელმა მოსამართლემ ფეხქვეშ გათელა ადამიანის უფლებები და დაარღვია ყველაზე ფუნდამენტური უფლება-თავისუფლების უფლება. მტკიცებულება არ არის, არც ბრალის გამოტანის საფუძველია და არც აღმკვეთი ღონისძიების გამოტანის“ - აღნიშნა ველიჯანაშვილმა.
პროკურორს მაია ჯვარშეიშვილს კი მიღებული გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებს. მისი თქმით, ეს იყო ერთადერთი კანონიერი გადაწყვტილება. რაც შეეხება პროკურორს, ის ამ ეტაპზე კონკრეტულ პირებს გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე არ ასახელებს.
“ბრალდების მხარის პოზიცია ეყრდნობა მტკიცებულებებს საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტალურ მასალას, მოწმეთა ჩვენებებს, შესაბამისად მიგვაჩნია, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ერთადერთი კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება. ვერ მოგაწოდებთ დღეს ამომწურავ ინფორმაციას კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, რადგან შესაძლოა ამან ხელი შეუშალოს გამოძიებას, არის მოწმეთა ბაზა და დასაკითხი პირებიც“ - განაცხადა ჯვარშეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






