„ერთი წუთით თუ წარმოვიდგენთ, რომ რუსეთი ამ როლზე უარი თქვა, კარგად ვიცით - ეს ადგილი ცარიელი არ დარჩება. ირაღის შესყიდვა სხვა ქვეყნებიდან დაიწყება“ - განაცხადა მედვედევმა "Россия 1“-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, დარწმუნებული არ არის, რომ ბაზარზე სხვა მოთამაშის შესვლა ვითარებას განმუხტავს.
ხელშეკრულებების თანახმად, იარაღის მიწოდების გაგრძელებაზე ისაუბრა, რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგონიზმაც. მისი თქმით, პროცესი ხელშეკრულების შესაბამისად გაგრძელდება.
აზერბაიჯანი რუსული იარაღის მთავარი იმპორტიორია. 2010-2014 წლებშიბაქომ მოსკოვთან რამდნეიმე კონტრაქტი გააფორმა სხვადასხვა სახის შეიარაღების შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელთა საერთო ღირებულებამ დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი შეადგინა.
სომხეთმა კი რუსული მძიმე შეიარაღება, მხოლოდ 2013 წელს 16 მილიონ დოლარად შეიძინა.
მასალის გამოყენების პირობები






