ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, მამის მიერ პანამაში დარეგისტრირებული კომპანიის Blairmore Holdings-ის წილი მან და მისმა მეუღლემ 2010 წელს გაყიდეს, მას შემდეგ რაც მისი მამა გარდაიცვალა. წილის გაყიდვის შემდეგ კი ყველა გადასახადი გადაიხადეს და შესაბამისად, დასამალიც არაფერი აქვს.
ტელეკომპანია BBC-ის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი მომავალ კვირას თავის საგადასახადო დეკლარაციებს გამოაქვეყნებს.
შეგახსენებთ, საერთაშორისო საგამომძიებლო ჟურნალისტურმა კონსორციუმმა (ICIJ) სკანდალური დოკუმენტები გამოაქვეყნა.
ICIJ-ს ხელში აღმოჩნდა პანამის იურიდიული კომპანიის "მოსე ფონსეკას" საქმიანობის შესახებ დოკუმენტაცია, როგორც კონსორციუმის წარმომადგენლები აცხადებენ, ნახსენები კომპანია თავის კლიენტებს ეხმარებოდა გადასახადების დაფარვასა და ფულის გათეთრების საკითხებში. ფირმის დოკუმენტებში ნახსენებია 72 ქვეყნის ყოფილი და ამჟამინდელი მეთაურები, ასევე ცნობილი ადამიანები. დოკუმენტებში ნახსენებია 4 ფირმა, რომელსაც სხვადასხვა სახით კავშირი ჰქონდა რუსეთთან.
მასალის გამოყენების პირობები






