8 აპრილის ანონსი
ანონსი - 20:12, 07 Apr, 2016     1650

09:00 საათზე - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება

მის: ინგოროყვას ქ. #7

10:00 საათზე - „კონსერვატორების“ თავმჯდომარე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და „კონსერვატორების“ საარჩევნო გეგმებზე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო I, სართული II

10:45 საათზე - სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში”, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ტურიზმის განვითარების კომიტეტის წევრები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძეს შეხვდებიან.

11:00 საათზე - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე დასაქმების საკითხებზე თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

მის: აკ.წერეთლის №144, ჯანდაცვის სამინისტრო.

11:00 საათზე- "პირველი რადიოს" რადიოკლუბში ბაგა-ბაღების გათავისუფლებული დირექტორები ბრიფინგს გამართავენ.

თემა: მიმართვა პრეზიდენტს, პარტლამეტს, თბილისის საკრებულოს, თბილისის მერიას, სახალხო დამცველის აპარატს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. მთხოვნა მერიის მონიტორინგისა და შიდა აუდიტის სამსახური, შევიდეს თბილისის მასშტაბით არსებულ ყველა ბაღში და მოახდინოს 2015 წლის ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმება.

11:00 საათზე - ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ირმა ნადირაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

11:15 საათზე - ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ზურაბ მელიქიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

11:30 საათზე - "პირველ პრესკლუბში" პარლამენტის წევრი, "მწვანეთა პარტიის" ლიდერი გია გაჩეჩილაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს.

მის.: წერეთლის №116, ბიზნესცენტრი ”დიდუბე პლაზა”, მეორე სართული

11:30 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია ბრიფინგს გამართავს.

თემა: სავარაუდო თანამშრომლობა „ქართულ ოცნებასთან“; მომავალი არჩევნები, გეგმები, პროგრამა, ოპოზიციური კოალიცია

11:30 საათზე - ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: საარჩევნო გარემო, მაჟორიტარები, პოლიტიკური პარტიების გადანაწილება და დაჯგუფება, საპარლამენტო კრიზისი, მთიანი ყარაბაღი

მის.: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო I, სართული II

12:00 საათზე - სასტუმრო ”თბილისი მერიოტში” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, კერძო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული განათლების თანამედროვე შესაძლებლობებს, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის ალტერნატიულ მოდელებს და რეფორმის ფარგლებში, მეწარმეობის განვითარების ახალ შესაძლებლობებს გააცნობს.

12:00 საათზე - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

12:00 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ბრიფინგს გამართავს.

თემა: სავარაუდო თანამშრომლობა „ქართულ ოცნებასთან“; მომავალი არჩევნები, გეგმები, პროგრამა, ოპოზიციური კოალიცია.

12:00 საათზე, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას“ პრეზიდენტი შოთა გულბანი, საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ პრეს კლუბში ბრიფინგს გამართავს.

თემა: მედიკამენტების ბაზარზე ფასების კლების ტენდენცია ნარჩუნდება – „ფანასკერტელის ინდექსი“ 12,5%–ით შემცირდა.

მისამართი: წერეთლის 115. სავაჭრო ცენტრი დიდუბე პლაზა. მე–2 სართული.

12:30 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში „ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერი აკაკი ასათიანი ბრიფინგს გამართავს.

თემა: მმართველ გუნდში განვითარებული მოვლენები, კოალიციის პარტიების არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა; მომავალი არჩევნები - გეგმები, პროგნოზები

13:00 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში საბანკო და სამევახშეო სისტემით დაზარალებულთა უფლებების დაცვის კომიტეტისა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა უფლებების დაცვის კომიტეტის წევრები ბრიფინგს გამართავენ.

თემა: საბანკო-იპოთეკური კრიზისი.

14:00 საათზე - სასტუმრო „თბილისი რუმსში“ (“Rooms Hotel Tbilisi“) გაიმართება „თავისუფალი დემოკრატების“ ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია.

დოკუმენტს წარადგენენ პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია, დავით ონოფრიშვილი, ვასილ რევიშვილი და პროფესორი Karl-Heinz Paqué (პროფესორი Karl-Heinz Paqué გახლავთ საქსონია-ანჰალტის მხარის ფინანსთა მინისტრი (2002-2006), საქსონია-ანჰალტის მმართველი ლიბერალური ფრაქციის ლიდერი (2006-2008), ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი „მაგდებურგის“ უნივერსიტეტში (დღემდე). ის აქტიურად იყო ჩართული „თავისუფალი დემოკრატების“ ეკონომიკური პროგრამის ფორმირებაში).

14:00 საათზე - ახალქალაქში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს გახსნის.

მის: ახალქალაქი, თამარ მეფის ქ.N 44

14:00 საათზე - სასტუმრო ”ქორთიარდ მერიოტში” ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს მთავრობის წარმომადგნელებთან ერთად, ქვეყნის უმსხვილესი ინვესტორის, აჭარისწყალი ჯორჯიას (AGL) ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრება.

მის.: თბილისი, თავისუფლების მოედანი N4

14:00 საათზე - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

14:30 საათზე - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი თეატრის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, ლეონკავალოს „ჯამბაზების“ პრემიერასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

16:00 საათზე - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ 12 მებრძოლის ნეშტს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.

18:00 საათზე- სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 12 მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

19:00 საათზე- გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ეკოჰაბში, გაიმართება შეხვედრა “მწვანე ჩაი მინისტრთან ერთად”.

თემა: ბათუმის მინისტერიალი „გარემო ევროპისთვის“, რომლის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ისაუბრებს.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. ლოკომოტივის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42