მისი თქმით, დოკუმენტების გამოქვეყნება ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაა. პუტინმა აღნიშნა, რომ ეს მარტივი გზაა, მოსახლეობაში ხელისუფლებისადმი უნდობლობის გაჩენისთვის და დასძინა, რომ დოკუმენტებში არ არის საუბარი, რომ ის ოფშორულ აქტივებს ფლობს.
ე.წ. „პანამის დოკუმენტების“ თანახმად, ოფშორული კომპანიების საშუალებით რუსეთიდან 2 მილიარდამდე აშშ დოლარის გატანა მოხდა. საქმეში რუსეთში ცნობილი პოლიტიკოსები , მათ შორის მუსიკოსი, ვიოლონჩელისტი სერგეი როლდუგინი ფიგურირებს.
პუტინმა განაცხადა, რომ მუსიკოს სერგეი როლდუგინთან მეგობრობით ამაყობს, რადგან მთელი გამომუშავებული ფული მან მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დახარჯა.
შეგახსენებთ, საერთაშორისო საგამომძიებლო ჟურნალისტურმა კონსორციუმმა (ICIJ) სკანდალური დოკუმენტები გამოაქვეყნა.
ICIJ-ს ხელში აღმოჩნდა პანამის იურიდიული კომპანიის "მოსე ფონსეკას" საქმიანობის შესახებ დოკუმენტაცია, როგორც კონსორციუმის წარმომადგენლები აცხადებენ, ნახსენები კომპანია თავის კლიენტებს ეხმარებოდა გადასახადების დაფარვასა და ფულის გათეთრების საკითხებში. ფირმის დოკუმენტებში ნახსენებია 72 ქვეყნის ყოფილი და ამჟამინდელი მეთაურები, ასევე ცნობილი ადამიანები. დოკუმენტებში ნახსენებია 4 ფირმა, რომელსაც სხვადასხვა სახით კავშირი ჰქონდა რუსეთთან.
აღნიშნული სკანდალის შემდეგ, ისლანდიის პრემიერმინისტრი ზიგმუნდურ გუნლეგსონი თანამდებობიდან გადადგა.
მასალის გამოყენების პირობები






