Elbit Systems - Cyclone Ltd.-ს დელეგაციის სამუშაო შეხვედრა საპარტნიორო ფონდში
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:34, 07 Apr, 2016     1573
სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის პროექტთან დაკავშირებით საპარტნიორო ფონდში სამუშაო შეხვედრა გამართა ისრაელის კომპანია Elbit Systems - Cyclone Ltd.-ის მაღალი რანგის დელეგაციის წევრებმა, კომპანიის დირექტორის დევიდ ვიდანის ხელმძღვანელობით.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის პროექტის მიმდინარეობის პროცესი, კერძოდ მშენებლობასთან და მაღალტექნოლოგიური დანადგარების შეკვეთასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე განხილულ იქნა პროექტში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართვის შესაძლებლობა.

ქარხნის მშენებლობის დაწყება გაზაფხულის ბოლოს იგეგმება. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს საბოლოო სამშენებლო ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურები, ზუსტდება ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხები, მათ შორის კომუნალური სერვისების მიმწოდებელ კომპანიებთან და თბილისის მერიასთან. ასევე გადამწყვეტ ფაზაშია შესული ქარხნის აღჭურვილობის დამამზადებელი კომპანიების შერჩევისა და მათთან კონტრაქტების გაფორმების პროცედურები.

პროექტის მართვის მიზნით, საპარტნიორო ფონდის და Elbit Systems - Cyclone-ის მიერ ერთობლივად დაფუძნებულმა JSC Aerostructure Technologies Cylone-მა (ATC) წარმოადგინა გეგმა, რომლის თანახმად კომპანიას დაწყებული აქვს სპეციალისტების შერჩევის პროცესი, რომელთა ნაწილი ტრენინგს ისრაელში გაივლის. ქარხანაში დასაქმდება 300-მდე სპეციალისტი, მათ შორის ქარხნის გაშვების მომენტისთვის გადამზადებული და დასაქმებული იქნება 60 კადრი.

საპარტნიორო ფონდმა ისრაელის კომპანია Elbit Systems - Cyclone -თან ერთად სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას საფუძველი 2015 წლის სექტემბერში ჩაუყარა. მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქარხანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.

ქარხანაში დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები, მათ შორის აეროდინამიკური ზედაპირი, კარი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები. ქარხანა Elbit Systems - Cyclone-ის დახმარებით მოიპოვებს ავიაციის კონკურენტულ ბაზარზე გასვლისთვის საჭირო ყველა აუცილებელ სერტიფიკატს. საწარმოში შექმნილი პროდუქციის მომხმარებლები იქნებიან ავიაციის ინდუსტრიის ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორც Boeing, Airbus, Bombardier და სხვები. საწარმოში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.

ქარხანას ოპერირებას გაუწევს საპარტნიორო ფონდის და Elbit Systems - Cyclone-ის მიერ ერთობლივად დაფუძნებული JSC Aerostructure Technologies Cylone (ATC).

პროექტის საინვესტიციო მოცულობა 85 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42