ვაჩეიშვილის განცხადებით, იშხნის საკითხი ფაქიზი და სანერვიულოა, რადგან თითოეულ საათს გადამწყვეტი მნიშვნელოიბა აქვს:
"იშხანი შედევრია, გენიალური ძეგლია. ჩვენი ინიციატივა იყო,რომ იქ ქართველ რესტავრატორებს ემუშავათ.ამაზე დღევანდელმა კულტურის სამინისტრომ უარი თქვა და ფიქრობენ,რომ აქედან გაუწევენ კონტროლს,მაგრამ აქ თითოეულ საათს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სახეზეა ფაქტი,რომ მიწის აღების შემდეგ გამოჩნდა გენიალური იატაკი.
რა უნდა ქნან ახლა? იატაკი ღია ცისქვეშ არის.მასზე ხარაჩოს ვერ დადგამ,წვიმა გაგიფუჭებს.როდესაც ჩვენ ბაგრატში გვქონდა მსგავში შემთხვევა,სწორედ ეს გახდა მაშინ 1000 კაცის ზრუნვის საგანი - ჯერ საკონსერვაციო შრე განთავსდა,შემდგომ ზემოდან ხარაჩო დაიდგა, ახლა ის არის კონსერვირებული. რაც შეეხება იშხანს, არსებობს საშიშროება,რომ გენიალური იატაკი წვიმამ გაანადგუროს. ქართველები აქედან ასეთ დეტალებს ვერ ვმართავთ,ამიტომაც ვითხოვდით, რომ ადგილზე ქართული სარესტავრაციო ჯგუფი ყოფილიყო,მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ახლა არ ვიცი კულტურის სამინისტრო რას იზამს, ღმერთმა ქნას ასეთი შეცდომები აღარ მოხდეს." - განაცხადა ვაჩეიშვილმა "პირველ რადიოსთან" საუბარში.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ყოფილი ხელმზღვანელის განცხადებით, სამინისტრო სამუშაოების შეჩერებას იმიტომ ითხოვს,რომ გაერკვნენ ვითარებაში:
"ახლა უკვე რაღა უნდა მოიფიქრონ,იატაკი უკვე გაშიშვლებულია. ერთადერთი გამოსავალი ის არის,რომ გაკეთდეს დროებითი გადახურვა,მაგრამ ამასაც დრო სჭირდება,ქოლგა ხომ არ არის უცბად, რომ გაშალო. საჭიროა პროექტი,მასალის მოფიქრება,ხარჯი. ჩიხური ვითარებაა, ეს არის კატასტროფა" - განაცხადა ვაჩეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






