შეგახსენებთ, ალექსანდრიიდან კაიროში მიმავალი თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 55 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა, მუსტაფამ 30 მარტს გაიტაცა და მფრინავებს ლაინერის კვიპროში, ლარნაკის ეროპორტში დასმა აიძულა. აეროპორტში დაშვებისთანავე გამტაცებელმა მგზავრთა უმრავლესობა გაათავისუფლა. რამდენიმეწუთიანი ინტერვალით კი დანარჩენი მგზავრებიც გაუშვა. გამტაცებელი, ყოფილ მეუღესთან შეხვედრას ითხოვდა, რომელიც კვიპროსთან ცხოვრობდა. მოგვიანებით, მოთხოვნა შეცვალა, ჯერ ეგვიპტეში ქალი პატიმრების გათავისუფლება, შემდეგ კი მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრა მოითხოვა.
რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, სეიფ ელდინ მუსტაფა თვითმფრინავიდან ხელებაწეული გამოვიდა და სამართალდამცველებს ჩაბარდა. როგორც აღმოჩნდა მას ყალბი ე.წ. "შაჰიდის ქამარი" ეკეთა და მგზავრების გათვისუფლებამდე მათთან ფოტოებიც გადაიღო.
კვიპროსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მამაკაცს სავარადოდ ფსიქიკური პრობლემები აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






