მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში "ულმობელი მარშით" ვრცელდება შაქრიანი დიაბეტის ეპიდემია. სტატისტიკის თანახმად დიაბეტი ყოველ 11-ე ადამიანს (8,5%) ემართება.
2015 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 422 მილიონი ადამიანი იყო დიაბეტით დაავადებული. აქედან წელიწადში დაახლოებით 3,7 მილიონი ადამიანი სისხლში შაქრის მაღალი შემცველობის გამო კვდება. დაავადებულთა 43% ვერ აღწევს 70 წლის ასაკს.
აღსანიშნავია რომ თუ 25-30 წლის წინ ის ე.წ. "მდიდრების დაავადებად" ითვლებოდა, უკანასკნელ წლებში დიაბეტი უფრო მეტად საშუალო და ღარიბი ფენის ადამიანებს ემართებათ. მაგალითად ამ პერიოდში ახლო აღმოსავლეთში დაავადებულთა რიცხვი 6-დან 43 მილიონამდე გაიზარდა,
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს ციფრები მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, თუ არ იქნა რადიკალური ზომები მიღებული. როგორც წესი დიაბეტრის ძირითადი გამომწვევი მიზეზი არასწორი კვება და ცხოვრების სტრესული, უწესრიგო, ნაკლებადმოძრავი რეჟიმია.
საქმეს ისიც ართულ;ებს, რომ დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ნაკლებად კონტროლდება საკვები პროდუქტების ხარისხი, ხოლო სისხლში შაქრის შემცველობის კონტროლი და დიაგნოსტიკა, ისევე როგორც სამკურნალო პრეპარატები საკმაოდ ძვირია და ბევრის მათთან ხელი არ მიუწვდება.
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აუცილებელია მსოფლიოში შემუშავდეს ამ სახიფათო დაავადებასთნ ბრძოლის მეთოდიკა, ხოლო იმ რეგიონებს, სადაც არსებობს დიაბეტით დაავადებულთა რიცხვის ზრდის ტენდენცია, მაქსიმალურად აღმოუჩინონ დახმარება მისი პრევენციისა და მკურნალობის მეთოდიკის გასაძლიერებლად.
მასალის გამოყენების პირობები