კატრინ ღუსელი - უნდა იყოს თუ არა ქალი საზოგადოებრვად აქტიური?
საზოგადოება - 21:19, 09 Apr, 2013     6311

 

 

 

_ ქალბატონო კატრინ, თქვენი ორგანიზაცია ძირითადად ფრანგულ გამოცდილებას ეყრდნობა, როგორი პრაქტიკაა ევროპაში გენდერულ თანასწორობასთან მიმართებაში და როგორ იმუავებს ფრანგული მოდელი საქართველოში?



_ ასოციაცია GFA არის ევროკომისიის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი. მისი ძირითადი მიზანია საქართველოს ევროინტეგრაცია და რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემაა. ასოციაცია გეგმავს კონფერენციებისა და შეხვედრების მომზადებას, რომელიც ითვალისწინებს გენდერულ თანასწორობას.




_ ოჯახური ძალადობა ბოლო დროს საქართველოში უკვე მასობრივ ხასითს იძენს. როგორ ფიქრობთ, რისი ბრალია, ეკონომიკური მდგომარეობის თუ ეს აღზრდის პრობლემაა?



_ დღეისათვის ძალადობა ქალთა მიმართ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციამ, გაერომ, ჩაატარა კვლევა საქართველოში და გამოავლინა, რომ ყოველი მეთერთმეტე ქალი ძალადობის მსხვერპლია.
ჩემი აზრით, ეს არც ეკონომიკური და არც აღზრდის პრობლემაა - ეს არის მოძალადის არამდგრადი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. იგი ვერ აცნობიერებს, რასაც სჩადის. ამ შემთხვევაში მოძალადე (მამაკაცი) იყენებს მის ძალას და სარგებლობს, რომ ქალი არის სუსტი და დაუცველი. თუმცა ნაწილობრივ ვფიქრობ, რომ აღზრდის პრინციპებსაც უნდა გავუსვათ ხაზი.



_ ოჯახის სიწმინდე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სწორედ ძალადობის გამო ხშირად ოჯახები ირღვევა, როგორ უნდა დაიცვას ქალმა თავი ამ ძალადობისგან?

_ ავღნიშნავდი, რომ საქართველო დიდი ტრადიციების ქვეყანაა და, რა თქმა უნდა, ოჯახის სიწმინდეც მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა ქალი მოძალადეს მსხვერპლია_"ბედნიერების ხარისხიც" ნაკლებია. როგორ დაიცვას ქალმა თავი ამ შემთხვევაში? მან უნდა შეძლოს და თქვა უბრალოდ "არა". ისიც მესმის, რომ თუკი ქალი ამბობს "არა", ამ შემთხვევაში აუცილებლად იგია ოჯახის რღვევის მიზეზი. რა თქმა უნდა, მას არ უნდა შერცხვეს საზოგადოების გაკიცხვისა და შეძლოს თავის დაცვა. მან უნდა მიმართოს შესაბამის ორგანოებს.
ვიტყოდი, რომ ქართული კანონმდებლობა იცვლება და ვითარდება და შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებად დისკრიმინაციულია, მაგრამ სახელმწიფო ნაკლებად ინტერესდება არსებული კანონმდებლობის აღსრულებით.
ვფიქრობ შესაბამისი ორგანოებიც არ იღებენ სათანადო ზომებს, ვინაიდან მოძალადე ქმარს შეუძლია მიაყენოს ფიზიკური შეურაცხყოფა, აღუკვეთოს გადაადგილება, ხელი შეუშალოს ქალს პროფესიულ საქმიანობაში. ამ დროს რას აკეთებს შესაბამისი სტრუქტურები?



_ ხშირად ქალი, რომელსაც ქმარი სცემს, არ ასაჯაროებს, რადგან რცხვენია და ცდილობს, შეეგუოს. არის თუ არა ეს სწორი?



_ ქალის უფლებები და თავისუფლება გაიგივებულია მხოლოდ ოჯახის მცნებასთან. საქართვლოში ქმრის მიერ ცემის ფაქტს ქალების უმრავლესობა მალავს ან უარყოფს. ვფიქრობ, ეს არის უკვე სტრესული ძალადობის მიმართ მიჩვევა, რომელსაც კრიტიკულად ვეღარ აფასებს. ყოველივე აქედან გამომდინარე უკვე ვაწყდებით სავალალო შედეგებს, ამიტომ ქალმაც უნდა შეიგნოს მისი უფლებები, რაზეც უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ. მაგრამ ჩემი აზრით დღეს შედარებით გაუმჯობესდა საქართველოში ქალთა უფლებების დაცვა.



_ როგორ დავიცვათ შვილები, როცა უნებურად ოჯახური ძალადობის მომსწრეები ხდებიან?




_ ქალმა ამ შემთხვევაშიც უნდა მიმართოს სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებს, რომლებსაც კარგად აქვთ გაწერილი კანონმდებლობაში. ისინი ვალდებულნი არიან მიიღონ შესაბამისი ზომები, მაგრამ აღსრულების ხარისხზე არავინ ფიქრობს. აუცილებელი არ არის, მივიღოთ სავალალო შედეგი, რომ მოვახდინოთ რეაგირება.



_ რას აკეთებს სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორი მოქალაქეთა გენდერული თანასწორობის კუთხით თვითშეგნების ასამაღლებლად?



_ საქართველომ, როგორც სახელმწიფომ მიიღო კანონები ადამიანთა უფლებების, გენდერული თანასწორობის შესახებ, მაგრამ რამდენად აღსრულებადია, ეს უკვე სხვა საკითხია. გენდერულ თანასწორობაში არ მოისაზრება მხოლოდ ქალის უფლებები. ასევე დაცული უნდა იყოს_მამაკაცის უფლებებიც. საქართველოში არსებული არასამთავრობო სექტორის აქტივობა ამ საკითხთან მიმართებაში ნაკლებია ან კიდევ მხოლოდ ქალთა უფლებების დაცვაზე ზრუნავენ და აქ უკვე ირღვევა ის, რასაც გენდერული თანასწორობა ჰქვია.



_ რა არის გენდერული ბალანსი და როგორ უნდა იქნას დაცული ქალისა და მამაკაცის უფლებები თანასწორად ისე, რომ არ მოხდეს არცერთი მხარის შეზღუდვა?



_ ჩემი აზრით გენდერულ ბალანსს უნდა არეგულირებდეს სახელმწიფო კანონი საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე.
ქალი საზოგადოებრივ საქმიანობაში საკმაოდ ჩართულია, ხოლო მისი პოლიტიკური ჩართულობა უნდა გამომდინარეობდეს უკვე მისი სურვილიდან გამომდინარე, თუ იგი რამდენად რეპროდუქციულია.

ასოციაცია GFA თვლის, რომ საქართველოში სოციალური თანასწორობა მისაღებია, ხოლო ოჯახური და სექსუალური თანასწორობა - დაგმობილი. რა თქმა უნდა, აქ უნდა გავითვალისწინოთ ტრადიციებიც, მაგრამ საქართველო, ისე როგორც სხვა ქვეყნები, განიცდიან უწყვეტ ცივილიზაციას და ადამიანის უფლებების ფენომენი სწორად უნდა იქნეს გააზრებული.




ჟანა ასანიძე
,,ნიუპოსტი''





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42