ქუმსიშვილმა თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის პროცესი პირად კონტროლზე აიყვანა
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:18, 06 Apr, 2016     1346
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება განახლებული და მოდერნიზებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები, რომელიც ასევე აღიჭურვება საერთაშორისო სატანდარტებთან შესაბამისი შუქ-ტექნიკური საშუალებებით. ასაფრენი ზოლისა და შესაბამისი სააეროდრომო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მეტი ავიაკომპანიის მოზიდვასა და ტურისტული მგზავრთნაკადის გაზრდას. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია 12 კვირაში უნდა დასრულდეს.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ის ყოველ კვირა ჩაიბარებს ანგარიშს კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი კომპანიებისგან სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მისი თქმით, აღნიშნულ პროცესს ზედამხედველობას უწევს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ტექნიკური კონსულტანტი, რაც, ვიცე-პრემიერის განცხადებით, არის რეალური გარანტია იმისა, რომ სამუშაოები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდება მაღალი ხარისხით და IATA-ს სტანდარტებით. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, კომპანიები „ტავი“ და „ბლექსი ჯგუფი“ იღებენ ვალდებულებას, რომ დაგეგმილი სამუშაოები დროულად და სათანადო ხარისხით შესრულდება.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, განახლებული აეროპორტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მისი ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით კი ტურიზმის განვითარებისთვის. ბოლო წლებში, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდის დინამიკა გვაქვს. განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და ახალი ტერმინალი ხელს შეუწყობს იმას, რომ საქართველოში უფრო მეტი სტუმარი ჩამოვიდეს.

ამ ეტაპზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებულ ასაფრენ ზოლზე მიმდინარეობს შემდეგი სამუშაოები:
· სამიმოსვლო ბილიკზე „ალფა“ დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და მოეწყო სანავიგაციო შუქტექნიკა;
· სამიმოსვლო ბილიკებზე „ბრავო” და „ჩარლი“ ხორციელდება არსებული საფარის მოფრეზვის, გაგანიერების და ასფალტის გადაგებისთვის საჭირო სამუშაოები.
· ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე მოხდა საჰაერო ხომალდის დაჯდომის შედეგად არსებული რეზინის ნარჩენების პირველადი მოცილება;
· ასაფრენ ზოლზე ხორციელდება ბზარების შეკეთების სამუშაოები;
· ასაფრენ ზოლზე მიმდინარეობს საჰაერო ხომალდების მობრუნებისთვის საჭირო ადგილების მოწყობა;
· ასაფრენი ზოლის 13R კურსიდან მიმდინარეობს არსებული სანავიგაციო შუქტენიკის დემონტაჟის სამუშაოები.

ამ ეტაპზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიმდინარეობს შემდეგი სამუშაოები:

· სამგზავრო ტერმინალში დაემატა მგზავრების 6 სარეგისტრაციო დახლი;
· დაგრძელდა ჩამოფრენის დარბაზში მდებარე ბარგის მისაღები 3 ლენტი;
· გაფრენის დარბაზში განთავსდა მგზავრთა საავიაციო უშიშროების შემოწმების ცენტრალიზირებული სისტემა;
· საავიაციო უშიშროების შემოწმების ცენტრალიზებული სისტემის განთავსების შემდგომ, აეროპორტი გადავიდა ღია გასასვლელების (გეითების) პრინციპზე;
· იმის გათვალისწინებით, რომ მგზავრთნაკადმა 2015 წელს მიაღწია 1 800 000 მგზავრს, კომპანია „ტავ საქართველომ“ უკვე დაიწყო ჩამოფრენის ახალი ტერმინალის მოსამზადებელი სამუშაოები. მშენებლობა დასრულდება 2017 წელს;
· ჩამოფრენის ტერმინალის მშენებლობის პარალელურად მოეწყობა ავტომანქანების პარკირების დამატებითი სადგომები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42