ისლანდიის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
მსოფლიო - 23:35, 05 Apr, 2016     1676

ისლანდიის პრემიერმინისტრი ზიგმუნდურ გუნლეგსონი თანამდებობიდან გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, გუნლეგსონის გადადგომა Panama Papers-ის მასალებს უკავშირდება. პრემიერმინისტრის თანამდებობას სოფლის მეურნეობის მინისტრი სიგურორ იოჰანსონი დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ გუნლეგსონმა პრეზიდენტს მთავრობისა და პარლამენტის უფლებამოსილების შეჩერება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა სთხოვა, თუმცა, პრეზიდენტ ოლაფურ რაგნარ გრიმსონისგან უარი მიიღო. გუნეიგსონის თხოვნა, სავარაუდოდ ე.წ. „პანამის დოკუმენტების“სკანდალს უკავშირდება, რომლის თანახმად, ირკვევა, რომ პრემიერმა და მისმა ცოლმა ოფშორულ ზონაში კომპანია დააარსეს, რომელიც ისლანდიის 3 ბანკის ობლიგაციებს ფლობდა, ფინანსური კრიზისის დაწყებამდე.
"პანამის დოკუმენტების" თანახმად, ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა 2007 წელს ოფშორული კომპანია შეიძინა, რომლის აქციების 50% კი მოგვიანებით მეუღლეს 1 აშშ დოლარად მიყიდა. დღეს, ისლანდიის დედაქალაქში, პრემიერ-მინისტრის სიგმუნდურ გუნეიგსონის გადადგომის მოთხოვნით, ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

შეგახსენებთ, საერთაშორისო საგამომძიებლო ჟურნალისტურმა კონსორციუმმა (ICIJ) სკანდალური დოკუმენტები გამოაქვეყნა.

ICIJ-ს ხელში აღმოჩნდა პანამის იურიდიული კომპანიის "მოსე ფონსეკას" საქმიანობის შესახებ დოკუმენტაცია, როგორც კონსორციუმის წარმომადგენლები აცხადებენ, ნახსენები კომპანია თავის კლიენტებს ეხმარებოდა გადასახადების დაფარვასა და ფულის გათეთრების საკითხებში. ფირმის დოკუმენტებში ნახსენებია 72 ქვეყნის ყოფილი და ამჟამინდელი მეთაურები, ასევე ცნობილი ადამიანები. დოკუმენტებში ნახსენებია 4 ფირმა, რომელსაც სხვადასხვა სახით კავშირი ჰქონდა რუსეთთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42