მზითვი ქორწილის წინა დღეს იგზავნებოდა. ეს იყო თეატრალური სანახაობა . მთელ უბანს უნდა ენახა, რა ქონების მქონე რძალი შეჰყავდათ ოჯახში. მზითვის წინ მეზურნეები მიდიოდნენ, რომლებიც განსაკუთრებულ ჰანგს უკრავდნენ, შემდეგ პატარა ბიჭს მკერდზე მისვენებული სარკე მიჰქონდა, მას მიჰყვებოდა ორი ჭაბუკი თავზე შემოდებული ბალიშებით, რომლებიც ფურფუშებით მორთული ბაფთებით იყო შეკრული , შემდეგ მოჰქონდათ ხავერდითა და ფერადი ატლასებით გაწყობილი წყვილი მუთაქა, მერე – ყანაოზის მანებიანი საგულდაგულოდ დაკეცილი საბანი; მას მოჰყვებოდა სპილენძის სამურაბე „ტაშტი“, ხელის ყუთი თავის საწვრილმანოთი. ბოლოს მოსდევდათ მუშა, რომელსაც ზურგზე ,,შკაფი,, შემოედო, მას მოსდევდა ,,კომოდი,, მაფრაშა და სულ ბოლოს წყვილი ,,პერსონის კრაოტი,, . ეს იყო მზითვის ჩვენება, ხოლო წვრილმანი ნივთების სია სიძეს ბარდებოდა.
მზითვს თან მოჰყვებოდა ,,მზითვის წიგნი,, ,ეს იყო ნუსხა ყველა იმ ნივთისა, რომელიც პატარძალს მიჰქონდა. ერთ–ერთი ასეთი წიგნი შედგენილია XX საუკუნეში პეტრე ბერიძის მიერ. იგი გახლდათ მადათოვის კუნძულზე მდებარე ერთ–ერთი სახერხი ქარხნის მფლობელი.
,,მე პეტრე ივანეს ძე ბერიძე ვაძლევ ჩემ ქალს სოფიოს ღვთის შემწეობით და მშვიდობაში მოსახმარად ქრთამს და შემდეგ მზითებს:
1 )ნაღდი ფული ასი თუმანი-1000 რუბ
2 )ტანისამოსის შკაფი კაკლისა
3 )კამოდი კაკლისა
4 )ტვალეტის სარკე სტოლითა
5 )უმივალნიკი მარმალილანი
6 )ორი რკინის კრავოტი თითო საწოლისა თავის მატრასებით
7 )ხალიჩა ხუთარშინიანი
8 )კედლის ხალიჩა
9 )პატარა კარაოტის წინ გასაშლელი ხალიჩა
10 ) ორი ლეიბი ტილოს პირებითა
11)ორი საბანი ქიშმირის პირებითა
12)ექვსი დიდი ბალიში და ორიც პატარა,ამათში ორი ბუმბულისა
13)ორი კუშეტკის ბალიში წითელი ატლასის ნაკერი პირებითა
14)ორი დიდი კუშეტკის მუთაქა
15)ორი ისე ქიშმირის მუთაქა (შიგ მატყლი)
16)თექვცსმეტი თეთრი ბალიშის პირები
17)რვა პერანგი ტილოს გლადით ნაკერები
18)რვა პერანგის შედეგი
19)ექვსი კოფთა
20)ნახივარ დუჟინი პირსახოცი,სხვა და სხვა ნაირი ნაკერებით
21)ხუთი ჩარსავი
22)ორი წყვილი ლაიკის ფერჩატკები
23)ერთი დუჟინი ხელის ხელსახოცი
24)ნახივარი დუჟინი ჩულქი
25)სამი წყვილი ბაშმაკები,ერთი წყვილი თეთრი და ორი შავები,ერთი წყვილი კალოში
26)ერთი თფილი ფანელის ვიპკა
27)სამი ვიპკა,ორი თეთრი და ერთი წითელი
28)ერთი ფარჩის ვიპკა
29)გვირგვინის კაბა ფარჩის
30)მეორე დღის კაბა ფარჩისა
31)მესამე დღის კაბა თეთრი ქიშმირისა
32)შავი მატერიის კაბა
33)ერთი ლურჯი კაბა
34)ერთი დილის ხალათი
35)ერთი ზამთრის პალტო
36)სამი შლაპა ერთი ვიზიტისა და ორი ისე
37)ერთი წყვილი ოქროს საყურე
38)ერთი ოქროს ბროშკა
39)სამი ოქროს ბეჭედი
40)ერთი თეთრი აბრეშუმის შალი
41)ერთი თფილი ფუფეიკა
42)ერთი დარაიას ბოხჩა
პეტრე ივანეს ძე ბერიძე, რადგანაც წერა არ იცის, იმის თხოვნით ხელს ვაწერ ზაქარია ბირიძე.
ახალგაზრდებს ეკლესიაში ჯვრის დაწერის შემდეგ ხმლის ქეშ ატარებდნენ. ამ რიტუალით ახლად შემქნილი ოჯახი უნდა დაეცვათ ბოროტი, ავი სულებისა და მავნე თვალისგან. შინ დაბეუნებულ ნეფე–პატარძალს ვაჟის დედა ხვდებოდა და ვერცლის თასიდან ასმევდა შარბათს, იმ სურვილით, რომ ახლადდაქორწინებულნი მიღებული სასმელივით ტკბილად შეაბერდებოდნენ ერთმანეთს.
მასალის გამოყენების პირობები






