ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.“
გამოცემის თანახმად, პრეზიდენტმა პრემიერის თხოვნა არ დააკმაყოფილა.
გუნეიგსონის თხოვნა, სავარაუდოდ ე.წ. „პანამის დოკუმენტების“სკანდალს უკავშირდება, რომლის თანახმად, ირკვევა, რომ პრემიერმა და მისმა ცოლმა ოფშორულ ზონაში კომპანია დააარსეს, რომელიც ისლანდიის 3 ბანკის ობლიგაციებს ფლობდა, ფინანსური კრიზისის დაწყებამდე.
"პანამის დოკუმენტების" თანახმად, ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა 2007 წელს ოფშორული კომპანია შეიძინა, რომლის აქციების 50% კი მოგვიანებით მეუღლეს 1 აშშ დოლარად მიყიდა. დღეს, ისლანდიის დედაქალაქში, პრემიერ-მინისტრის სიგმუნდურ გუნეიგსონის გადადგომის მოთხოვნით, ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა.
შეგახსენებთ, საერთაშორისო საგამომძიებლო ჟურნალისტურმა კონსორციუმმა (ICIJ) სკანდალური დოკუმენტები გამოაქვეყნა.
ICIJ-ს ხელში აღმოჩნდა პანამის იურიდიული კომპანიის "მოსე ფონსეკას" საქმიანობის შესახებ დოკუმენტაცია, როგორც კონსორციუმის წარმომადგენლები აცხადებენ, ნახსენები კომპანია თავის კლიენტებს ეხმარებოდა გადასახადების დაფარვასა და ფულის გათეთრების საკითხებში. ფირმის დოკუმენტებში ნახსენებია 72 ქვეყნის ყოფილი და ამჟამინდელი მეთაურები, ასევე ცნობილი ადამიანები. დოკუმენტებში ნახსენებია 4 ფირმა, რომელსაც სხვადასხვა სახით კავშირი ჰქონდა რუსეთთან.
მასალის გამოყენების პირობები






