„მერმა გვითხრა ხმა მოგვეცი და კუბოს ფიცრამდე მოგყვებითო"-აქცია ჯორჯიაშვილის ქუჩაზე
„მერმა გვითხრა ხმა მოგვეცი და კუბოს ფიცრამდე მოგყვებითო"-აქცია ჯორჯიაშვილის ქუჩაზე ქალაქ ოზურგეთში, ჯორჯიაშვილის ქუჩა ერთ-ერთია, სადაც მანქანებს გადაადგილება უჭირთ. პრობლემა განსაკუთრებით წვიმიან ამინდში მწვავდება, როცა გავლა თითქმის შეუძლებელი ხდება. გზა აქ ათეული წლების წინ მოიხრეშა და მას შემდეგ აღარ შეკეთებულა. აღნიშნული ქუჩის მოსახლეობამ, დღეს საპროტესტო აქცია გამართა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც შეხვერაზე იმყოფებოდნენ, წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა: „ყველა დავდივართ ქალაქში და ვხედავთ სხვა ქუჩები კეთდება და ჩვენ ყურადღებას არავინ გვაქცევს. დაპირება იყო ხელისუფლებიდან, რომ გზა გაკეთდებოდა და დაპირება დაპირებად დარჩა. ჩვენ გვაინეტერესებს, ამ წელიწადში მთავრდება თუ არა ამ გზის შეკეთება, ამისთვის შევიკრიბეთ ჩვენ. თუ ეს შეხვედრა შეხვედრისთვისაა, ესეც გვითხარით ბატონებო. ზაფხულში აქ გავლა შეუძლებელია, მტვერი გვახჩობს. ოზურგეთში ასეთი უბანი არ არსებობს, აქ საშინელი სიტუაციაა. ნუ ეწყინება ნურავის და ასეთი დაპირება იყო, მოგვეცით ხმა და გზას გაგიკეთებთო. სიორიძემ გვითხრა, კუბოს ფიცრამდემ მოგყვებითო, სამარეში წამოყოლას არ ვითხოვდით, ეს გზა გააკეთებინა. წვიმაში მუხლამდე წყალი დგება“ - აცხადებდნენ აქციაზე შეკრებილები. ქალაქ ოზურგეთის ვიცემერი, ალეკო ბურჭულაზე ირწმუნება, რომ ჯორჯიაშვილის ქუჩაზე გზის შეკეთების სამუშაოები წელს დაიწყება. მისი თქმით, ამისთვის ქალაქის მერიამ პროექტზე მუშაობა დაასრულა: „პროექტი მზადაა და ველოდებით თანხებს, პროექტი ჯდება 150 ათას ლარამდე, ეს პრობლემა წელს იქნება მოგვარებული“ - განუცხადა „გურიის მოამბეს“ ქალაქ ოზურგეთის ვიცე-მერმა, ალეკო ბურჭულაძემ. „კონკრეტულად როდის გაკეთდება გზა გეკითხებით?!“ - ადგილობრივების ამ შეკითხვას კონკრეტული პასუხი ამ ქუჩის მაჟორიტარმა, ლავრენტი ბიგვავამ ვერ გასცა, თუმცა ბურჭულაძის მსგავსად ისიც დარწმუნებულია, რომ სამი წლის წინანდელი დაპირება წელს შესრულდება: „არ ვიცი ვინ ვის რას დაპირდა, მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ საკითხზე დიდი ხანია ვფიქრობთ და შებამისი დოკუმენტაციაც არსებობს, ამჟამადაც ქალაქის მერი შეიძლება რაღაცას არკვევს ამ საკითხებთან დაკავშირებით, ეს გზა აუცილებლად გაკეთდება. საათსა და დროს ვერ დავაფიქსირებ როდის, თუმცა წელს ეს საკითხი მოგვარდება. რა დაპირებაც იყო იმას მივიყვანთ ბოლომდე“. - განაცხადა ჯორჯიაშვილის ქუჩის დეპუტატმა, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარემ, ლავრენტი ბიგვავამ.
თეა იოსელიანო- გურია
მასალის გამოყენების პირობები
თეა იოსელიანო- გურია
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






