საფინანსო ორგანიზაცია Chase-მა სარეკლამო კამპანია “Mastery 2.0” ურთიერთობებსა და ერთმანეთის ზრუნვაზე ააგო.
ემოციური ვიდეორგოლების სერია, რომელიც მათ წარმოადგინეს ჩვეულებრივი ოჯახების ისტორიას მოგვითხრობს.
მამები, “პრინცესებისთვის” ყველაფერს გააკეთებენ. მომავლის გეგმები, დანაზოგი სწავლისთვის, ყველაფერი იმისთვის, რომ “პრინცესები” ბედნიერები იყვნენ.
მეორე ვიდეო მარტოხელა დედას ეხება, რომელსაც პირადი ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება სურს. ამ საქმეში ყველაზე მეტად შვილის მხარდაჭერა ესაჭიროება. პირადი ცხოვრება ჩვენი მოსაგვარებელია. Chase ამ საქმეში არ ერევა. ისინი, მხოლოდ სწორ ფინანსურ ანალიზს გვთავაზობენ.
მეოთხე ვიდეორგოლში Chase-ის დახმარება და საპენსიო ფონდის დაგეგმვა მოხუც ცოლ-ქმარს ესაჭიროება, რომლებიც ერთმანეთს ისეთ “გიჟურ” იდეებში უჭერენ მხარს, როგორიცაა თეთრი გოჭის ქუჩაში გასეირნება.
წყარო : Markeeter. ge
მასალის გამოყენების პირობები






