სილქნეტი მომხმარებელს 4G LTE ინტერნეტის უფასო აქტივაციას სთავაზობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:34, 05 Apr, 2016     2529

სილქნეტის ახალი თაობის მაღალსიჩქარიანი 4G LTE ინტერნეტის აქტივაციისას, ახალი აბონენტები სპეციალური პირობებით სარგებლობენ. 27 აპრილამდე დარეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც პაკეტს „სილვერს“ (თვეში 28 ლარი) ან „პლატინუმს“ (თვეში 38 ლარი) აირჩევს, დროებით სარგებლობაში, უფასოდ გადაეცემა WiFi ან USB მოდემი.

სილქნეტის 4G LTE სახლის უკაბელო ინტერნეტია, რომლიც ინსტალაციას არ საჭიროებს და მისი მხოლოდ დენის წყაროზე მიერთებაა საჭირო. აღნიშნული ტექნოლოგიის ინტერნეტით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს თვალი ადევნოს უამრავ ვებ-გვერდს, უყუროს ფილმებს, ისარგებლოს ელ-ფოსტით, Skype-ით, Facebook-ით და სხვა სოციალური ქსელებით, ატვირთოს/ჩამოტვირთოს ფოტოები.

არჩევანის გაადვილების მიზნით, „სილქნეტის“ ვებ-გვერდზე შექმნილია 4G LTE ინტერნეტ კალკულატორი, რაც ეხმარება აბონენტს გამოთვალოს სავარაუდო ინტერნეტ ტრაფიკი და ისე შეარჩიოს პაკეტი.

ამჟამად, თბილისის 25 ზონის გარდა, სილქნეტის 4G LTE უახლესი ტექნოლოგიის სწრაფი ინტერნეტით სარგებლობს: მცხეთა-მთიანეთის, აჭარის, სამეგრელოს, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, შიდა-ქართლის, ქვემო ქართლის 60-ზე მეტი სოფელი.

იანვრიდან დღემდე ჩაირთო:

ქვემო ქართლში: ყიზილაჯლო, კესალო, ნაზარლო, ფარისი, თამარისი;

აჭარაში: ციხისძირი. კახეთში: ქვემო ქედი, არხილოსკალო, ზემო ქედი.

სამეგრელოს სოფლების ნუსხას დაემატა: საქირიო, ძველი სენაკი, ზედა და ქვედა სორტა, ნაჯავახო; ასევე სილქნეტის 4G LTE ინტერნეტი ხელმისაწვდომია სადახლოსა და მეჯვრისხევის დასახლებულ პუნქტებში.

ეს ტექნოლოგია საშუალებას აძლევს კომპანიას, უმოკლეს ვადაში, გაზარდოს რეგიონებსა და ქალაქებში მოსახლეობის წვდომა მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან.

სულ ახლახანს სილქნეტის 4G LTE სერვისს ახალი ფუნქცია დაემატა - ამავე მოდემზე სატელეფონო კავშირის გააქტიურება გახდა შესაძლებელი. ქალაქის ნომრის შერჩევა მიმდინარეობს სერვის ცენტრში ვიზიტით ან ცხელი ხაზის 2 100 100 საშუალებით. Silver ან Platinum პაკეტის მომხმარებელი სატელეფონო სერვისზე სააბონენტო მომსახურების საფასურს არ იხდის და უფასოდ საუბრობს საქართველოს მასშტაბით სილქნეტის ყველაზე დიდ ქსელში - თბილისსა და რეგიონებში.

აბონენტებს შეუძლიათ არჩევანი არსებულ სამ პაკეტს შორის გააკეთონ, თუმცა აქციაში მონაწილეობს ორი პაკეტი - Silver 80გბ-მდე და Platinum- 100 გბ-მდე გაზრდილი ინტერნეტ მოცულობით. გამარტივებულია მოცულობის დამატების პროცესი. სმს--ის მეშვეობით, 5 ლარად 10 გბ მიღებაა შესაძლებელი ოპერატიულად.

მოქმედებს მოწყობილობის ადგილზე მიტანის სერვისი - კომპანიის წარმომადგენლები და გაყიდვების აგენტები მოდემის ტესტირებას ახდენენ მომხმარებელის ბინაზე ან ოფისში.

აქცია ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე. მომხმარებლები ამ პირობით 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ისარგებლებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42