საერთაშორისო საგამომძიებლო ჟურნალისტურმა კონსორციუმის (ICIJ) მიერ სკანდალური დოკუმენტების გამოაქვეყნებას „charlie hebdo“- გამოეხმაურა.
სატირულმა ჟურნალმა კარიკატურა გამოაქვეყნა, რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მდიდარი ადამიანები არიან გამოსახული, ხელში კი პლაკატი უჭირავთ „ მე ვარ პანამა“, „არ გვეშინია“, „ისინი ვერ შეცვლიან ჩვენი ცხოვრების წესს“
შეგახსენებთ, ICIJ-ს ხელში აღმოჩნდა პანამის იურიდიული კომპანიის "მოსე ფონსეკას" საქმიანობის შესახებ დოკუმენტაცია, როგორც კონსორციუმის წარმომადგენლები აცხადებენ, ნახსენები კომპანია თავის კლიენტებს ეხმარებოდა გადასახადების დაფარვასა და ფულის გათეთრების საკითხებში. ფირმის დოკუმენტებში ნახსენებია 72 ქვეყნის ყოფილი და ამჟამინდელი მეთაურები, ასევე ცნობილი ადამიანები. დოკუმენტებში ნახსენებია 4 ფირმა, რომელსაც სხვადასხვა სახით კავშირი ჰქონდა რუსეთთან.
მასალის გამოყენების პირობები






