"სომხეთი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტასა და 1994 წელს მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენასა და სამხედრო დანაყოფების 2016 წლის 1 აპრილის მდგომარეობით არსებულ პოზიციებზე დაბრუნებას უჭერს მხარს“ - განაცხადა სარქსიანმა ერევანში ეუთო-ს ქვეყნების ელჩებთან შეხვედრისას.
მისივე თქმით, ყარაბაღში სიტუაციის მოსაგვარებლად, აუცილებელია გამოძიება და ეუთოს მონიტორინგის გაფართოება.
„ეუთომ უნდა აუხსნა აზერბაიჯანს,რომ პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1994 წელს მიღწეულ შეთანხმებას, რომელსაც ბაქო არღვევს“ - დასძინა საქრსიანმა.
შეგახსენებთ, კონფლიქტის ზონაში ვითარება 2 აპრილს დაიძაბა. აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებს.
გაერო-ს ჰუმანიტრაული საკითხების კოორდინაციის სამმართველოს მიერ გაგვრცელებული ცნობით, მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 33 და დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთანაგ 3 მშვიდობიანი მოსახლეა.
მასალის გამოყენების პირობები






