ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება იუწყება.
ზაქირ გასანოვის იწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი ქვეყნის მინისტრმა სატელეფონო საუბრისას, მთიან ყარაბაღში არსებული სამხედრო დაპირისპირება განიხილა და ირანის თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ირანი მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას.
„მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტი მოკლე ვადაში, საერთაშორისო სამართლის ნორმების ფარგლებში გადაწყდება“ - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, კონფლიქტის ზონაში ვითარება 2 აპრილს დაიძაბა. ორივე მხარე ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებს.
გაერო-ს ჰუმანიტრაული საკითხების კოორდინაციის სამმართველოს მიერ გაგვრცელებული ცნობით, მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 33 და დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთანაგ 3 მშვიდობიანი მოსახლეა.
მასალის გამოყენების პირობები






