ICIJ-ს ხელში აღმოჩნდა პანამის იურიდიული კომპანიის მოსე ფონსეკას საქმიანობის შესახებ დოკუმენტაცია, როგორც კონსორციუმის წარმომადგენლები აცხადებენ, ნახსენები კომპანია თავის კლიენტებს ეხმარებოდა გადასახადების დაფარვასა და ფულის გათეთრების საკითხებში. ფირმის დოკუმენტებში ნახსენებია 72 ქვეყნის ყოფილი და ამჟამინდელი მეთაურები, ასევე ცნობილი ადამიანები. დოკუმენტებში ნახსენებია 4 ფირმა, რომელსაც სხვადასხვა სახით კავშირი ჰქონდა რუსეთთან. ყველა ეს კომპანია დარეგისტრირებულია ოფშორში და დაკავშირებულია რუსეთის ბანკ ,,როსიასთან“.
მხოლოდ ერთი გარიგება დოკუმენტების მიხედვით, რომელიც ნახსენებ კომპანიებს და რუსეთის ბაკს უკავშირდება, მოიცავს მინიმუმ 2 მილიარდ დოლარს. მაგალითად 2007 წელს ინტერნაციონალ მედაიმ კრედიტში აიღო 6 მილიონი დოლარი, რომელიც იქნა ჩამოწერილი სამი თვის შემდეგ 1 დოლარად.
მასალის გამოყენების პირობები






