რუსული ოპოზიციური პარტიის "პარნასის" ლიდერს მიხაილ კასიანოვს რუსული სასამართლოსი არ სჯერა და ტელეკომპანია НТВ-ს სასამართლოშ არ უჩივლებს.
1 აპრილს, ტელეკომპანია НТВ-მ გადაცემაში ,,საგანგებო გამოძიება“ რუსული ოპოზიციის ლიდერის, მიხეილ კასიანოვის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გაუშვა. გადაცემის ავტორები აცხადებენ, რომ მათთვის ცნობილი გახდა ,,დემოკრატიული კოალიციის“ ლიდერის კასიანოვისა და მისივე პარტიული პარტნიორის ნატალია პელევინას ფარული შეხვედრების შესახებ, რომლის მიმართააც ცოტა ხნით ადრე რუსეთში საქმე იყო აღძრული.
ფილმის გასვლის შემდეგ ნატალია პელევინამ განაცხადა, რომ ეს მისი პირადი ცხოვრების ხელყოფაა და სასამართლოშ ჩივილს აპირებს. რაც შეეხება კასიანოვს, მისი თქმით, რუსული სასამართლო, ისევე როგორც НТВ, სრულიად იმართება რუსეთის ხელისუფლების მიერ და სასამართლო პროცესი არანაირ შედეგს არ მოიტანს.
მასალის გამოყენების პირობები






