ამასთან, ზაზა აბაშიძეს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსაზრება, რომ ქართველი მსახიობი სტალინში აერიათ და იმიტომაც "გაუსწორდნენ":
ესაა ვანდალური ფაქტი, რომელიც ჩაიდინეს ვიღაც კრეტინებმა და რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო კრეტინის საქციელზე?
ეს არი სრული იდიოტიზმი. რანაირად შეიძლება დოდო აბაშიძე აერიოთ სტალინში?! მამაჩემის ბიუსტს დიდი ასოებით აწერია დოდო აბაშიძე, კარგით მაშინ, ტარას შევჩენკოც სტალინში აერიათ?
ეს ვანდალური ფაქტი ,მოხდა გვიან ღამით და რამდენადაც ვიცი, თვითმხილველი არ ყოფილა, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არის სათვალთავლო კამერები და ეს კამერები დააფიქსირებდა იმ კრეტინების სახეებს ვინც ეს ჩაიდინა, შესაბამისად, როცა სახეებს ნახავენ და გაიგებენ ვინ არიან, მათ მიეზღვებათ, რასაც იმსახურებენ. იმის გამო რომ არ მინდა ნაძირალების საქციელზე კომენტარები ვაკეთო, არც დავინტერესებულვარ გამოძიება რა ეტაპზეა, მეტიც არც კი მივსულვარ და არც მინახავს დაზიანებული ძეგლი, თუმცა რამდენადაც ვიცი, გაასუფთავეს უკვე და ძეგლს პირვანდელი სახე დაუბრუნეს.
შეგახსენებთ, 5 აპრილს, პეტრე მელიქიშვილის გამზირზე მიმდებარე სკვერში, მსახიობ დოდო აბაშიძის ბიუსტი, გვიან ღამით, დაუდგენელმა პირებმა ლურჯი საღებავით შეღებეს. იმავე დღეს, ასევე ლურჯად შეღებეს ცნობილი უკრაინელი პოეტის ტარას შევჩენკოს ძეგლიც.
მასალის გამოყენების პირობები






