ესპანეთის ქალაქ სალამანკაში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია 12-ე საუკუნეშია აშენებული. იგი საუკუნეების მანძილზე ესპანეთის ერთერთ არქიტექტურულ ღირშესანიშნაობას წარმოადგენდა. მაგრამ 1992 წელს გაკეთებული რესტავრაციის შემდგომ იგი ისტორიის ერთერთი ამოუხსნელი საიდუმლოც გახდა.
ფასადის განახლების შემდეგ მასზე გაჩნდა სკაფანდრში გამოწყობილი ასტრონავტის გამოსახულება, რამაც უამრავი ლეგენდა და ჭორის წარმოშვა.
ერთი ვერსიის თანახმად ეს შესაძლოა მოქანდაკე-რესტავრატორის მიგელ რომეროს თვითნებობა იყოს, რომელმაც ისტორიული ნაგებობის ფასადზე თანამედროვე ეპოქის დეტალი დაამატა.

ამ ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმება ეკლესიის წინამძღვარი, რომელიც მიიჩნევს, რომ „იუნესკო“, რომელიც ამ რესატვრაციას კურირებდა, არ დაუშვებდა ამგვარ სითამამეს და ეს გამოსახულება ადრეც იყო ფასადზე, რადგან მისი სიტყვებით, სწორედ ასე გამოსახავდნენ შუასაუკუნეების მოქანდაკეები მონსტრებს.
აღსანიშნავია, რომ ეს გამოსახულება ძალიან გავს თანამედროვე ასტრონავტს, რაც იმ ჭორის საფუძველი გახდა, რომ შესაძლოა შუასაუკუნეებში ერთერთი ბერი მართლაც შეეჩეხა სკაფანდრიან უცხოპლანეტელს, იგი მონსტრად ჩათვალა და შემდეგ მისი გამოსახულება ტაძრის ფასადზე გამოსახა.
ამ კითხვებზე პასუხი დღემდე არ არსებობს...
მასალის გამოყენების პირობები






