ბირთვული იარაღის გაძლიერებისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას აპირებს კანადა. ამ საკითხზე კომენტარი კანადის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, რომელმაც ყურადღება ტერორისტების ხელში ბირთვული მასალების აღმოჩენის საშიშროებაზე გაამახვილა.
„ყველა ქვეყანას მოლაპარაკების მაგიდასთან ესმის, რომ რისკები, დაკავშირებული ბირთვული მასალების ტერორისტების ხელში აღმოჩენაზე რომელიმე ერთი ქვეყნის პრობლემა არ არის. მომავალ წლებში ჩვენი გამოწვევა იქნება ის, რომ ბირთვული უსაფრთხოება დარჩება უმთავრეს პრიორიტეტად და დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი ძალისხმევა, ჩვენი საზღვრების გარშემო დაფუძნებული იქნება მტკიცე პარტნიორობაზე, მოხარული ვარ განვაცხადო, რომ კანადა 22 მილიონით გაზრდის დაფინანსებას ბირთვული უსაფრთხოების ინვესტირებისთვის, როგორც სხვადასხვა ქვეყნებთან, ასევე ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობით“, - განაცხადა ჯასთინ თრიუდომ.
მასალის გამოყენების პირობები






