9 აპრილის მემორიალური სვეტის ყვავილებით შემკობითა და ნიშაში სანთლების ანთებით შეკრებილებმა ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი.
9 აპრილის აღსანიშნავად რუსთაველზე თავშეყრილ პირებს შორის იყვნენ რამდენიმე დაღუპულის ოჯახის წევრები და მეგობრები, "ფეისბუქით" დაგეგმილი ღონისძიების შედეგად მისულები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარლამენტის დეპუტატები უმცირესობიდან, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენენ, ასევე "ქართული ოცნებისა" და "რესპუბლიკური პარტიის" წევრები, 80-იანი წლების ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი წერეთელი, მოძრაობა "თეთრების" ლიდერი თეიმურაზ შაშიაშვილი და სხვები.
შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას, ყვავილებით შეამკეს 9 აპრილს დაღუპულთა ნიშა და სანთლებით გამოსახეს წარწერა "9 აპრილი".
მასალის გამოყენების პირობები






