ცენტრალურ აფრიკაში გაეროს სამშვიდობო მისიაში მონაწილე ჯარისკაცების მხრიდან არასრულწლოვანებზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
ადგილზე მომუშავე გაეროს ჯგუფმა მოიპოვა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც Sangaris მისიის მონაწილე ფრანგი ჯარისკაცები ადგილობრივ მცირეწლოვან გოგონებზე სექსუალურად ძალადობდნენ , ასევე მოზარდებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ცხოველთან სექსუალური კავშირის დამყარებასაც აიძულებდნენ. გაეროს ჯგუფის ინფორმაციით აღნიშნული ფაქტები 2014 წელს მოხდა.
გაეროს უმაღლესი კომისრმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ზეიდ რაადმა აღნიშნულ ფაქტებს შემაძრწმუნებელი უწოდა და განაცხადა, რომ გაერომ გამოძიებისთვის ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს.
ამაზრზენი და აღმაშფოთებელი უწოდა აღნიშნულ ფაქტებს გაეროში საფრანგეთის წარმომადგენელმა ფრანსუა დელატრემ. მისი თქმით დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ჯარისკაცები სამაგალითოდ დაისჯებიან, მათ შორის სასხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობითაც.
ბან კი მუნის პრესმდივნის განცხადებით გაეროს გენერალური მდივანი გაეროს ჯარისკაცების მიმართ გაჟღერებული ბრალდებებით ღრმად შოკირებულია.
საფრანგეთმა Sangaris-ის ოპერაციაში მონაწილეობისთვის თავისი სამხედრო ძალები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2013 წლის დეკემბერში გააგზავნა. ეს ჯარისკაცები გაეროს ცისფერჩაფხუტიანების შემადგენლობაში არ შედიოდა, თუმცა გაეროს უშიშროების საბჭოსთან შეთანხმებით მოქმედებდა. გარდა საფრანგეთისა მსგავსი ბრალდებები ისმის ბურუნდის და გაბონის კონტიგენტის მიმართაც, რომლებიც ასევე გაეროს მისიაში ირებდნენ მონაწილეობას, კემოს რეგიონში 2013-2015 წლებში.
მასალის გამოყენების პირობები






