„ბელგიისა და საფრანგეთის ხელისუფლებები ახლა ერთობლივად გადაწყვეტენ, თუ როგორ მოხდება მისი გადაცემა“ - წერს სააგენტო ბრიუსელის პროკურატურაზე დაყრდნობით.
კვირის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აბდესლამი მზად არის საფრანგეთის ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს. ამის შესახებ მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, სედრიკ მუსმა განაცხადა.
შეგახსენებთ, 26 წლის სალაჰ აბდესლამი, რომელიც ბელგიაში დაბადებული ფრანგია, 4თვიანი ძებნის შემდეგ 18 მარტს ბრიუსელში, მოლენბეკის კომუნაში დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ 4 პირი. სპეცოპერაციისას აბდესლამი ფეხში დაიჭრა.
ამ დროისთვის ის ბელგიაში, ბრუგეს ციხეში იმყოფება.
შეგახსენებთ, 13 ნოემბერს პარიზის ცენტრში განხორციელებული 6 კოორდინირებული ტერაქტის მსხვერპლი 129 ადამიანი გახდა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
მასალის გამოყენების პირობები






