65 წლის ასაკში ცნობილი არქიტექტორი ზაჰა ჰადიდი მაიმის ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ჰადიდი იყო ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრი, წარმოშობით ერაყელი, ბრიტანელი დეკონსტრუქტივისტი არქიტექტორი ნამუშევართა უმრავლესობა კონცეპტუალურია; მის მნიშვნელოვან პროექტებს მიეკუთვნება:
ვიტრას სახანძრო სადგური (1993), ვეილ-ამ-რაინი, გერმანია
როზენთალის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (1998), ცინცინატი, ოჰაიო
ჰონჰაიმ-ნორზის ტერმინალი და სადგური (2001), სტრასბურგი, საფრანგეთი
ბერგისზელის სათხილამურო ტრამპლინი (2002), ინსბრუკი, ავსტრია
ორდრუპგაარდ-ანექსი (2005), კოპენჰაგენი, დანია
ბე-ემ-ვეს ცენტრალური შენობა (2005), ლაიფციგი, გერმანია.
ზაჰა ჰადიდს ეკუთვნის ასევე უმაღლესი პროფილის საინტერიერო ნამუშევრები, მათ შორის, ლონდონის ათასწლეულის თაღის ”მაინდ-ზონა”. ერთ-ერთი მიმდინარე პროექტია ლონდონის აქვა-ცენტრის 20.000 მაყურებლიანი დარბაზი, 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადის პროექტის ერთ-ერთი დანამატი.
მრავალ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ჰადიდის საუკეთესო პროექტები არასდროს აშენებულა. მათ შორის აღსანიშნავია ჰონგ-კონგის პიკ-კლუბი და კარდიფის ”ბეი-ოპერა ჰაუზი” უელსში (1994). 2002 წელს მან გაიმარჯვა სინგაპურის უან-ნორზ გენერალური გეგმის პროექტის საერთაშორისო კონკურსში. 2005 წელს მისმა პროექტმა გაიმარჯვა ბაზელის ახალი საქალაქო კაზინოს შენობის კონკურში. 2004 წელს ჰადიდი პირველი ქალი გახდა, რომელსაც პრიცკერის არქიტექტურის პრემია მიენიჭა. ბრიტანეთში მას სამეფო ორდენის წევრობა მიენიჭა არქიტექტურის სფეროში მნიშვნელოვანი ღვაწლისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






