განმუხურის სანაპიროსთან გაყიდული მიწის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:14, 31 Mar, 2016     1571
განმუხურში არსებულ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობების აუქციონზე გაყიდვასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

"შპს „ბლექ სი რივერა“ სოფელ განმუხურში მინიმუმ 120 ნომრიან სასტუმრო კომპლექსს ააშენებს. კომპანიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ პირობებიან ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვა. უძრავი ქონება 33951 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო მიწას და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს მოიცავს, ხოლო მისი საწყისი საბაზრო ღირებულება 2 263 500 ლარად იყო განსაზღვრული.

საინვესტიციო პროექტის მიხედვით „ბლექს სი რივერა“ სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიაზე მოაწყობს ღია და დახურული საცურაო აუზებს, სპორტულ მოედნებს და ჩოგბურთის კორტებს. ობიექტი ასევე უზრუნველყოფილი იქნება პარკინგით და კეთილმოწყობილი, გამწვანებული ეზოთი. პროექტის განხორციელება მაქსიმუმ 60 თვის ვადაში მოხდება. მისი საინვესტიციო ღირებულება მინიმუმ ათ მილიონ ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის რეგიონში რამდენიმე ასეულ სამუშაო ადგილს შექმნის. პროექტი ასევე მნიშვნელოვანია რეგიონის ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად, რაც თავისმხრივ ხელს შეუწყობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას. "- აღნშნულია უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42