„შეშელი ახლა თავისუფალი ადამიანი“ - განაცხადა მოსამართლე ჟან-კლოდ ანტონეტიმ.
ვოისლავ შეშელს 1990-იან წლებში, ბალკანეთის ომის დროს სამხედრო დანაშაულების ჩადენაში ედებოდა ბრალი. კერძოდ, შეშელს ადანაშაულებდნენ ხორვატებისა და მუსლიმების მასობრივ დეპორტაციასა და მათდამი სასტიკ მოპყრობაში.
ასევე ხორვატიაში, ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში სოფლების განადგურებასა და ძარცვაში.
2003 წლის თებერვალში შეშელი ჰააგის ტრიბუნალს ნებაყოფლობით ჩაბარდა. ბრალდების მხარე მისთვის 28-წლიან პატიმრობას ითხოვდა.
ვოისლავ შეშელი სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის მოკავშირე იყო. 1998-2000 წლებში ის სერბეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
გასულ კვირას ჰააგის ტრიბუნალმა ბოსნიელი სერების ყოფილ ლიდერს რადოვან კარაჯიჩს 40-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ტრიბუნალის განაჩენს გენერალი რატკო მლადიჩიც ელის.
მასალის გამოყენების პირობები






