
როგორც ჩანს, "ტერორისტი" ფოტოების დიდი მოყვარულია. დღეს, თვითერზე მორიგი ფოტო გამოჩნდა, რომელზეც გამტაცებელი ბორტგამცილებელ გოგონასთან, ნაირა ატეფთან ერთად პოზირებს.
შეგახსენებთ, ალექსანდრიიდან კაიროში მიმავალი თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 55 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა, მუსტაფამ გუშინ გაიტაცა და მფრინავებს ლაინერის კვიპროში, ლარნაკის ეროპორტში დასმა აიძულა. აეროპორტში დაშვებისთანავე გამტაცებელმა მგზავრთა უმრავლესობა გაათავისუფლა. რამდენიმეწუთიანი ინტერვალით კი დანარჩენი მგზავრებიც გაუშვა. გამტაცებელი, ყოფილ მეუღესთან შეხვედრას ითხოვდა, რომელიც კვიპროსთან ცხოვრობდა. მოგვიანებით, მოთხოვნა შეცვალა, ჯერ ეგვიპტეში ქალი პატიმრების გათავისუფლება, შემდეგ კი მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრა მოითხოვა.
რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, სეიფ ელდინ მუსტაფა თვითმფრინავიდან ხელებაწეული გამოვიდა და სამართალდამცველებს ჩაბარდა. როგორც აღმოჩნდა მას ყალბი ე.წ. "შაჰიდის ქამარი" ეკეთა.
კვიპროსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მამაკაცს სავარადოდ ფსიქიკური პრობლემები აქვს.
კვიპროსის სასამართლომ მუსტაფას წინასწარი 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. მამაკაცისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წაუყენებიათ.

მასალის გამოყენების პირობები






