თიბისი ბანკი 2016 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:31, 31 Mar, 2016     1540

მსოფლიოს ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა Global Finance თიბისი ბანკი 2016 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში.

თავის ექსკლუზიურ კვლევაში, Global Finance-მა გამარჯვებული ბანკები მსოფლიოს განვითარებად ბაზრებზე გამოავლინა. საქართველოში საუკეთესო ბანკის კატეგორიაში თიბისი ზედიზედ უკვე მეხუთე წელია იმარჯვებს. ჯამში ამ კატეგორიაში გამარჯვებულად თიბისი ბანკი 8-ჯერარის დასახელებული Global Finance-ის მიერ.

“თიბისი ბანკს 2015 წელსაც ბრწყინვალე შედეგები აქვს, მოგება 38%-ით გაიზარდა, გაუმჯობესდა დანახარჯების ფარდობა შემოსავალთან, ასევე, 25%-ზე მეტით გაიზარდა სესხები და მომხმარებელთა ავანსები. თიბისი ბანკმა დაამტკიცა, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება საქართველოს ბაზარს და ყველა აქციონერს“. - განაცხადა ჯოზეფ გარაპუტომ, Global Finance-ის გამომცემელმა და სარედაქციო საბჭოს დირექტორმა.

„ჩვენთვის ძალიან საამაყოა ზედიზედ მეხუთედ, საქართველოში საუკეთესო ბანკის ტიტულის მოპოვება. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ თიბისი ბანკს გამორჩეული ფინანსური შედეგები აქვს და ინარჩუნებს ლიდერობას ინოვაციებისა და მომხმარებელთა მომსახურების კუთხით.მინდა, მადლობა გადავუხადო თიბისი ბანკის მთელ გუნდს ჩვენი ბანკის ზრდასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის" - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

Global Finance გამარჯვებულ ბანკებს არჩევს საბანკო ინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. შერჩევის კრიტერიუმებს წარმოადგენს: აქტივების ზრდა, სტრატეგიული ურთიერთობები, მომხმარებელთა მომსახურება, კონკურენტული ფასები და ინოვაციური პროდუქტები.

Global Finance მსოფლიოს წამყვანი ფინანსური გამოცემაა, რომელიც 1987 წლიდან გამოდის და მას მსოფლიოს 180 ქვეყანაში კითხულობენ. Global Finance-ის აუდიტორია მოიცავს უმაღლესი რგოლის მენეჯერებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში საინვესტიციო და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაზე.

Global Finance -ის ვებგვერდზე —GFmag.com — მოცემულია ანალიტიკური მასალა და სტატიები, რომლებიც საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე მუშაობის 27 წლიან გამოცდილებას ეყრდნობა. Global Finance-ის სათავო ოფისი ნიუ იორკში მდებარეობს, ხოლო წარმომადგენლობები მთელს მსოფლიოში აქვს.

Global Finance რეგულარულად არჩევს სუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მომწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის ეს ჯილდოები შედეგების შეფასების სანდო სტანდარტია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42