ნარდის მოთამაშე ვარსკვლავები და ცნობილი ადამიანები
ეს საინტერესოა - 11:02, 31 Mar, 2016     6370
როგორც 1930-იან და 70-იან წლებში, ასევე დღეს, ვარსკვლავები და ცნობილი ადამიანები ნარდის თამაშით მოხიბლულები არიან. თუმცა, 30-იანებში „მეფეების თამაშს“ განსაკუთრებულად ელიტური სტატუსი ჰქონდა — ქერი გრანტი, ჯოან კროუფორდი და ფრედ ოსტერი პირდაპირი მნიშვნელობით დამოკიდებულები იყვნენ ამ თამაშზე. 70-იან წლებში, baby boomer-ების თაობა ნარდს სოციალიზაციის ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევდა. ამავდროულად, ლუსილ ბოლი, ომარ შარიფი და playboy-ს დამაარსებელი ჰიუ ჰეფნერი ნარდს აქტიურად თამაშობდნენ და 30-იანების გლამურს ინარჩუნებდნენ.

დღეს ნარდი კვლავ აქტუალურია! მას ისეთი საერთაშორისო ვარსკვლავები თამაშობენ, როგორებიცაა ლეონარდო დი კაპრიო, პამელა ანდერსონი, კირა ნაითლი, ჯული ბოუენი, ტობი მაგუაირი, სიენა მილერი.

რაც შეეხება საქართველოს, ფაქტი, რომ ნარდი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია, ყველასთვის ცნობილია. „ევროპა ბეთი“ მაისში „ნარდის კლუბთან“ ერთად საერთაშორისო ტურნირს — „ნარდის მსოფლიო თასს“ ატარებს, რომლის საპრიზო ფონდი 125,000 აშშ დოლარია. აღნიშნული ჩემპიონატი, მონაკოსა და კვიპროსის თასის შემდეგ, მსოფლიოს ნარდის სამყაროში რიგით მესამე ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრია და მის ფარგლებში ბევრი ცნობილი და წარმატებული მსოფლიო დონის მონარდე გვეწვევა. მსურველებს ჩემპიონატის ბილეთების შეძენა და „ევროპა ბეთზე“ ნარდის უფასო სატელიტების თამაში შეუძლიათ.

1. ლეონარდო დი კაპრიო ლოს ანჟელესში მდებარე ბარ Goal Sports-ში სიგარას ეწევა და ნარდს თამაშობს. 2010 წელი.

2. Playboy-ს დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი ნარდზე შეყვარებულია. მისი ნარდის თამაშის დროს გადაღებული პირველი ფოტო ჟურნალ Paris Match-ში, 1993 წლის 1 იანვარს გამოაქვეყნეს.

3. ფრედერიკ მარში და ფლორენს ელდრიჯი ნიუ-იორკის უბან გრეით ნეკში. სავარაუდოდ, თავიანთი ფილმის — Les Misérables-ის პრომოუშენის პერიოდი.

4. გლენ გლოსი ნარდის თამაშის დროს. Google-ის საინაგურაციო ბალი, 2009 წლის იანვარი.

5. ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი და პროდიუსერი ჯონ ჰიუსტონი თავისი ფილმის — Wise Blood-ის გადაღებაზე.

6. ამერიკელი ტელეწამყვანი ბობ ვილა ფრანგულ, ანტიკვარულ ნარდის მაგიდასთან ისვენებს. წამყვანის პენტჰაუსი მანჰეტენზე, 2004 წელი.

7. ედგარ ჰუვერი და მისი FBI-ს აგენტები, ახალი დეპარტამენტის ბიუროს დაგეგმარებისას. მაიამი, ფლორიდა, 1937. ჰუვერის მოწინააღმდეგე მოთამაშე — FBI-ს ასოცირებული დირექტორი კლაიდ ტოლსონი.

8. ჯორჯ ბერნსი და გრეისი ალენი, 1935 წლის 25 იანვარი. თავიანთი ფილმის — Love in Bloom-ის გადაღებაზე, შესვენების დროს.

9. შარლიზ ტერონი ფილმ The Italian Job-ის გადაღებაზე, შესვენების დროს ნარდს თამაშობს. 2003 წელი.

10. „შესანიშნავი შვიდეულის“ ვარსკვლავი იულ ბრინერი ცოლთან — დორის კლეინერთან ერთად საკუთარ სახლში, 1961 წელი.

11. მიკ ჯაგერი და ჯერი ჰოლი ბარბადოსში, 1983 წელი (ამ დროს ჯერი ჯაგერის ბავშვზე ფეხმძიმედაა)

12. მარლენ დიტრიხი თავის სახლში, ნარდის სათამაშო მაგიდასთან. ბევერლი ჰილსი, კალიფორნია, 1932 წელი.

13. პამელა ანდერსონი იახტაზე საკუთარ ნარდის საქველმოქმედო ტურნირს მასპინძლობს: მონტე-კარლო, 2014 წლის 16 მაისი.

14. დაიანა როსი ნარდის თამაშის დროს.

15. ჩარლი ჩაპლინი და პოლეტ გოდარი ჩაპლინის იახტაზე. პანაცეას სანაპირო, 1933 წელი.

16. ბარონ ვერნონ ბოლი და მუჰამედ ალი ნარდის თამაშის დროს. პუერტო რიკო, 1976 წელი. იმ წელს ბარონი ნარდის მსოფლიო ჩემპიონი, ალი კი — მძიმე წონებში კრივის ჩემპიონი გახდა.

17. ომარ შარიფი ახალგაზრდობიდან ნარდზე შეყვარებული იყო. მისი სახელობის ტურნირებიც არსებობს, 70-იან — 80-იან წლებში შარიფის სახელს ამ თემაზე უამრავი წიგნის და ნარდის სხვა ღონისძიებების პრომოუშენისთვის იყენებდნენ.

18. რეჟისორი ჯონ ჰიუსტონი და პოლ ნიუმანი შესვენების დროს. Warner Brothers-ის ფილმ The Mackintosh Man -ის გადაღებაზე. 1973 წელი.

19. ჟაკლინ კენედი-ონასისი ნარდის მსგავს Counterstrike-ს თამაშის გამომგონებელ როჯერ ტუკერმანს ეთამაშება. 1975 წელი. უკანა პლანზე: პირველი ლედის საზოგადოებრივი მდივანი ლეტიცია ბალდრიჯი და თეთრი სახლის პერსონალური ასისტენტი ნანსი ტუკერმანი.

20. ბობ დილანი ტურის — Rolling Thunder Revue-ს დროს კულისებს მიღმა, შესვენებაზე. 1975 წელი.

წყარო: chicagopoint.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42