„მარტში, პუტინის განკარგულებიდან 3 დღის შემდეგ "Syrian Express"-ის ერთ-ერთ,ა ე.წ. "სატვირთო გემმა "ყაუზა" ნოვოროსიისკის ნავსადგური დატვირთულმა დატოვა და სირიის მიმართულებით გაემართა, უკან კი ცარიელი დაბრუნდა"- წერს სააგენტო და აღნიშნავს, რომ უცნობია, რა გადააქვთ ხომალდებს სირიაში.
"თუმცა, სირიიდან ჯარის გამოყვანის შესახებ განკარგულებიდან 2 კვირის შემდეგ, რუსეთმა სირიაში იმაზე მეტი ტექნიკა გაგზავნა, ვიდრე გამოიყვანა " - ნათქვამია სტატიაში.
რუსეთის ხელისუფლება ამ დრომდე არ ასაჯაროებს ინფორმაციას , რა ოდენობის ტექნიკა და სამხედრო ძალა აქვს განთავსებული სირიის ტერიტორიაზე. არ ვრცელდება ოფიციალური ციფრები, ქვეყნიდან რუსული სამხედროების გამოყვანის შესახებაც.
შეგახსენებთ, მარტის დასაწყისში, მოულოდნელად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე, სირიიდან რუსული საჯარისო ნაწილების ნაწილობრივ გამოყვანის შესახებ განკარგულება გასცა. მისი თქმით, რუსულმა არმიამ ყველა დასახული ამოცანა შეასრულა.
მასალის გამოყენების პირობები






