მას შემდეგ,რაც თსუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობა განცხადება გააკეთა თავისი გადაწყვეტილების შესახებ , ,,აუდიტორია 115"-მა შეხვედრა დანიშნა და გააკეთეს განცხადება,რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,29 მარტს 15 საათზე შედგა მოძრაობა "აუდიტორია 115-ის" საერთო კრება. საერთო კრება შეჯერდა შემდეგ ძირითად საკითხებზე:
1)კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, რომ სტუდენტურ თვითმმართველობას არალეგიტიმურ ძალად მივიჩნევთ. ისინი სისტემის განადგურების პირას დგანან. თვითმმართველობის აქტივისტები უიმედოდ ცდილობენ ფსევდორადიკალური და პოპულისტური მოქმედებების საფუძველზე საკუთარი თავის გადარჩენას. ჩვენ ვიბრძვით სისტემური ცვლილებებისთვის, მათ შორის იმ სისტემის გარდაქმნისათვის, რომლის ნაწილადაც ისინი საკუთარ თავს განიხილავენ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მათ პოზიციებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. განათლების სამინისტროსგან ისედაც მიღებული გვაქვს პირობა სტუდენტთა წარმომადგენლობითი სტრუქტურის რადიკალური რეფორმირების შესახებ.
2)მოვითხოვთ უნივერსიტეტში გარდამავალი პერიოდის გამოცხადებას. გარდამავალი პერიოდის განმავლობაში უნდა შეიცვალოს "კანონი უმაღლესი განათლების შესახებ"ის მუხლები, რომლებიც რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევის წესსა და დასახელებული კოლეგიალური ორგანოს წევრთა რაოდენობის საკითხს განსაზღვრავენ. ორ თვეში უნივერსიტეტში ახალი ინსტიტუტები ახალი წესებით უნდა ავირჩიოთ.
3)ჩვენი მოძრაობა ყურადღებას არ ამახვილებს მხოლოდ სისტემის გაუმართაობის პრობლემაზე. ვფიქრობთ, რომ უნდა დადგეს რიგი თანამდებობის პირების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხიც. აკადემიური საბჭოს წევრებმა და რექტორმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სისტემური რეფორმის განხორციელებისთანავე გადადგებიან დაკავებული თანამდებობებიდან.
ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ვიტოვებთ საერთო სტუდენტური გაფიცვის ორგანიზების უფლებას.
#ავტონომიაუნივერსიტეტს "
ამ განცხადებას გამოეხმაურა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე პრეზიდენტი პაატა ბახტურიძე:
,,1) როგორც ყველამ ვიცით აკადემიურ საბჭოს აქვს დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურა, რომელსაც თვითმმართველობა იმის გამო არ აღიარებს, რომ აკადემიურ საბჭოში ისევ რჩებიან გარკვეული ადამიანები პაპავას კლანიდან. გარდა ამისა ეს პროცედურა მოითხოვს იმხელა დროს, რომ შეისაძლებელია რექტორმა თავისი ვადაც კი ჩაამთავროს.
- რატომ გაჟღერდა ამ პროცედურის დაწყების შესახებ ინფორმაცია?
პასუხი ძალიან მარტივია. სტუდენტური თვითმმართველობის წევრების, მათი მხადამჭერების დაიმედებისა და დროის გასაყვანად. დროის შემდეგ კი რათქმაუნდა შედეგი არ დადეგაბა.
2) რა იმალება დემაგოგიურ ტექსტში "გარდამავალი პერიოდი" რომელიც აუდიტორია 115 ის ტექსტში იკითხება?
იმალება იგივე რაც იგულისხმება იპმიჩმენტის პროცედურის დაწყების უკან. მისი მიზანი არის უბრალოდ დროის გაყვანა.
რექტორის გადადგომის შემთხვევაში ირჩევა მოვალეობის შემსრულებელი 3000ზე მეტი აკადემიური პერსონის მიერ. (ხვდებით ალბათ რომ შეუძლებელია ვინმემ თავისი კაცი გაიყვანოს) ეს არ იქნება გარდამავალი პერიოდი? იყოს მოვალეობის შემსრულებელი რა იცვლება?
3) რა მოხდება თუ აუდიტორია 115 ის სულიერი მამა პადრე ლევან ლორთქიფანიძე, რომელიც მგონი ყველა დავრწმუნდით, რომ არის მხარე კონკრეტულად პაპავას მხარე, მიაღწევს თავისას და გულწრფელ და საკითხში გაურკვეველ სტუდენტებს ამ დემაგოგიით მოატყუებს?
-მოხდება შემდეგი რამ:
უმაღლესი განათლების შესახებ კანონში მომზადებულია ცვლილება უკვე (ეს მოხდა აუდოტირა 115 ის გამოჩეკამდე რამდენიმე თვით ადრე) რომელიც გულისხმობს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლების აკადემიურ საბჭოში ყოფნას. ეს რათქმაუნდა ორჯერ და შეიძლება მეტჯერაც გაზრდის აკადემიური საბჭოს რაოდენობას. ეს ცვლილება უკვე გამზადებულია და სულ მალე პარლამენტი დაამტკიცებს მას. ამ ცვლილების მიწერას აპირებს თავისი თავისთვის აუდიტორია 115. ყველაფერი ამის შემდეგ კი პაპავა ან არ გადადგება ან დაიდგმება სპექტაკლი მისი გადადგომისა და ახლიდან არჩევისა.
როგორ?
თსუ-ს შემოუერთდა არაერთი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, რომლების შემოერთებაშიც თვითონ ბატონი ლადო პაპავაა ჩართული და მთავარი შემოქმედი.ის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან, ჩვენი გადახდილი ფულიდან აცხოვრებს ამ ინსიტუტებს. შესაბამისად ბატონი ლადოს რექტორად ყოფნა ამ ინსიტუტების ხელმძღვანელების პირდაპირი ინტერესია, გარდა ამისა თითქმის ყველა ხელმძღვანელი არის ბატონი ლადოს ახლო მეგობარი (საძმო იკრიბება). ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ახალი შემადგენლობის აკადემიური საბჭო ლადო პაპავას რექტორობიდან წასვლას. როცა შეიძლება, რომ ამ კვლევითმა ინსტიტუტებმა აქეთ მოუტანონ შემოსავალი თსუს ხდება პირიქით. მოპოვებულ გრანტზე თუ რამე დააკლდათ ჩვენი გადახდილი ფულიდან უმატებს ჩვენი რექტორი. არანაირი შემოსავლის მომტანები არ არიან. პირიქით უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ემატება სამუშაო და ბიუჯეტს აკლდება ფული მათი შემოერთებით. შემოერთება თავის მხრივ ძალიან კარგია თუ სწორად მოხდება ამის მენეჯმენტი მაგრამ დღეს ეს ემსახურება კლანური მმართველობის გამყარებას.
საკითხი შეიფუთება ასე: 20-25 კაციანი აკადემიური საბჭო არის დიდი საბჭო რომელიც არის ლეგიტიმური. ნუ რა ვქნათ ამდენ ხალხს უნდა ბატონი ლადოს დარჩენა ან ახლიდან არჩევა. მსგავსი სახის დემაგოგიური ტექსტებით "გააპრავებენ " ამ ყველაფერს და ყველაფერი დასრულდება ხეფი ენდით. მაგრამ არა სტუდენტებისთვის არამედ იმ კლანური დაჯგუფებებისთვის, რომლებიც ცდილობენ უნივერსიტეტის პირად ბიზნესად გადაქცევას. ამ კლანური დაჯგუფების ახალბედა წევრია პადრე ლევანიც, რომლის მთელი სამომავლო გეგმებიც უნივერსიტეტზეა აწყობილი.
აუდიტორია 115 ის გულწრფელ სტუდენტებს იყენებენ სამარცხვინოდ. ყველაფერი კი იგეგმება სულ სხვაგან და სხვა ადამიანებს შორის. პადრე ლევან ლორთქიფანიძის შეფუთული ხრიკი პირდაპირი დემოკრატიის შესახებ არის ბუტაფორია. მოძრაობაში იგი იმყოფება შედარებით დიდ ჯგუფთან მრევლთან ერთად და სხვა გულწრფელი პატარ პატარა ჯგუფები და ინდივიდები არიან მსხვერპლნი ლევანის მოზრდილი ჯგუფისა.
დავანებოთ თავი რეგალიებს. დავანებოთ თავი პრივილეგირებულობას და ასე შემდეგ. ამას გეუბნებით ერთი ჩვეულებრივი სტუდენტი, რომელიც აქვე დებს პირობას, რომ საქმიანობას არ აგრძელებს უნივერსიტეტში და 2 თვის შემდეგ ვიქნები მხოლოდ ეკონომიკისა და ბიზნესის მაგისტრატურის ერთი სტუდენტი, ყველანაირი რეგალიების გარეშე."
სტუდენტური თვითმმართველობის შვიდი წევრი ამ დრომდე შიმშილობს.თუმცა ამბობენ,რომ მათი რიცხვი გაიზრდება და მანამდე არ შეწყვეტენ შიმშლობას,სანამ რექტორი არ გადადგება.
მასალის გამოყენების პირობები






