შეგახსენებთ, ალექსანდრიიდან კაიროში მიმავალი თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 55 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა, მუსტაფამ გუშინ გაიტაცა და მფრინავებს ლაინერის კვიპროში, ლარნაკის ეროპორტში დასმა აიძულა. აეროპორტში დაშვებისთანავე გამტაცებელმა მგზავრთა უმრავლესობა გაათავისუფლა. რამდენიმეწუთიანი ინტერვალით კი დანარჩენი მგზავრებიც გაუშვა. გამტაცებელი, ყოფილ მეუღესთან შეხვედრას ითხოვდა, რომელიც კვიპროსთან ცხორვობდა. მოგვიანებით, მოთხოვნა შეცვალა, ჯერ ეგვიპტეში ქალი პატიმრების გათავისუფლება, შემდეგ კი მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრა მოითხოვა.
რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, სეიფ ელდინ მუსტაფა თვითმფრინავიდან ხელებაწეული გამოვიდა და სამართალდამცველებს ჩაბარდა. როგორც აღმოჩნდა მას ყალბი ე.წ. "შაჰიდის ქამარი" ეკეთა.
კვიპროსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მამაკაცს სავარადოდ ფსიქიკური პრობლემები აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






